მთავარიევროპაუკრაინარუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კვირას, ქალაქ ხარკოვის დაბომბვას რამდენიმე ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუბერნატორის თქმით, დაიღუპა შვიდი ადამიანი,  34 დაშავდა, მათ შორის არის 3 ბავშვი. ხარკოვი, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რუსეთის აგრესიის შედეგად თითქმის სრულად განადგურებულია.

რუსმა სამხედროებმა რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინის შავი ზღვის პორტ მიკოლაივში.

უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მიერ დაბომბილი მთავრობის რეგიონული შენობიდან 36 მოქალაქის გვამი გამოიტანეს.

კვირას, ოდესაში, კვლავ გაისმა საჰაერო თავდასხმისა და განგაშის სირენების ხმა.  ქალაქის სხვადასხვა უბანი კვამლში იყო გახვეული. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა ძირითადი ინფრასტრუქტურა. ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის ტერმინალებსაც.

უკრაინის სამხრეთ ნაწილში არსებულ პორტებს დაუნდობლად უტევენ რუსი სამხედროები. მათი მიზანია,  შექმნან დერეფანი რუსეთიდან ყირიმამდე.

ცნობილია, რომ რუსეთი განაახლებს თავის ჯარებს აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ  წინ მძიმე ბრძოლა ელით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend