მთავარისაქართველოშუალედური არჩევნები: პირველადი მონაცემების მიხედვით, ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

შუალედური არჩევნები: პირველადი მონაცემების მიხედვით, ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

შუალედური არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს. მან 7 190 ხმა მიიღო, რაც უბანზე მისული ამომრჩევლთა 69%-ია.

რაც შეეხება მის ოპონენტს – ბათუმის საკრებულოს დეპუტატობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მათე ფუტკარაძე იბრძოდა. მან ამომრჩევლთა 31%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და საერთო ჯამში 3 233 ხმა მიიღო.

ბათუმის შუალედური არჩევნების შედეგები უბნებზე საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონულად დაითვალეს და მონაცემების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებიდან 1 საათში გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება რუსთავის ოლქს – კანდიდატების მიერ მიღებული ხმების შესახებ მონაცემები საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია. რუსთავის ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში ბიულეტენებს ხელით ითვლიან.

რუსთავსა და გარდაბანში მოქალაქეები პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ.

2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო აჭარისა და ქვემო ქართლის ამომრჩეველთა 31.8%-მა. უბნებზე სულ 51 137 ამომრჩეველი მივიდა. ბათუმში აქტივობა 51.3% იყო, ხოლო რუსთავში – 29%.

ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ 29 საჩივარი მიიღეს. საჩივრები მხოლოდ ბათუმის ოლქში შემავალ უბნებზე არსებულ პროცედურულ ხარვეზებს ეხებოდა.

რუსთავისა და ბათუმის ოლქებში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend