მთავარიამბებიშუალედური არჩევნები: საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 25% მივიდა 17:00 საათის მდგომარეობით

შუალედური არჩევნები: საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 25% მივიდა 17:00 საათის მდგომარეობით

17:00 საათის მდგომარეობით, რუსთავისა და ბათუმის ოლქებში, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 25% მივიდა საარჩევნო უბნებზე – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

17:00 საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 40.7%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ქვემო ქართლში – 22.8%-მა. საარჩევნო უბნების დახურვამდე ორ საათზე ნაკლები დარჩა, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საბოლოო მონაცემებს, ცესკო კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება საჩივრებს – ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, ბათუმის საოლქო კომისიაში, 18:00 საათისთვის 5 საჩივარია რეგისტრირებული. რუსთავის საოლქო კომისიაში კი ამ დროისთვის საჩივარი ჯერ არ შესულა. ოლქებს საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვთ.

ბათუმში საარჩევნო პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. კენჭისყრის დროს საუბნო კომისიები იყენებენ ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებებს, მათ შორის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს. ზოგიერთ უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებით ხარვეზები დააფიქსირეს.

2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვევბლად 1600-ზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული. ისინი აკვირდებიან როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმის დათვლის პროცესს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend