მთავარისაქართველორუსთავსა და ბათუმში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავსა და ბათუმში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავსა და ბათუმში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 19 610 ამომრჩეველი მივიდა, რაც რუსთავსა და ბათუმში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 12.2 პროცენტია.

ამომრჩევლებმა რუსთავში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წელს რუსთავის მერად აირჩიეს.

რაც შეეხება ბათუმს – ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა საკრებულოს მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ. ეს პოზიცია ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში – 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნა. შუალედურ არჩევნებისთვის 49 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1600-ზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend