მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელ ჯარისკაცებს არ სჯერათ რომ რუსული არმია უკან იხევს

უკრაინელ ჯარისკაცებს არ სჯერათ რომ რუსული არმია უკან იხევს

პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინის ჩრდილო-დასავლეთში რუსული არმიის შენაერთები უკან იხევენ. მათი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე ბრუნდება, ძალების აღდგენის შემდეგ კი მათ უკრაინის სხვა რეგიონებში აგზავნიან. „რუსული არმიის შენაერთთა ნაწილი გადაჯგუფების პროცესშია. ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამხედრო მიზნებს ემსახურება ეს მანევრი არ გვაქვს თუმცა, მიუხედავად ამისა ნათელია, რომ მათ ყაზარმებში არ აბრუნებენ. დიდი ალბათობით, რესურსების შევსების შემდეგ ამ ჯარებს უკან, უკრაინაში გაგზავნიან. რუსული ჯარები ტოვებენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსაც და ისინიც ბელარუსში მიემგზავრებიან, მაგრამ ამ ინფორმაციის სინამდვილეს ვერ დავადასტურებ.“ – ჯონ კირბი, პენტაგონის პრესმდივანი.

კიევის დამცველ უკრაინელ ჯარისკაცებს არ სჯერათ, რომ რუსული არმია უკან იხევს. მათი თქმით, ისინი მუდმივ მზადყოფანში არიან ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარების კიდევ ერთი შეტევის მოგერიებისათვის. „სიხარულით შევხვდით ინფორმაციას რუსული ჯარების უკან დახევის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულ სამხედრო მზადყოფნაში ვრჩებით. ფრონტის ხაზზე პოზიციებს ვამაგრებთ და მათი დახვედრისათვის მზად ვართ, ყველაფერი კარგად არის.“ – უკრაინელი ჯარისკაცი.

მიკოლაევში 56 წლის უკრაინელი ჯარისკაცი დაკრძალეს, ის რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend