მთავარიამერიკააშშაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას რეფერენდუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა განიხილება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მომავალთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ნაწილია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული მიზანია. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა კრემლმა 2008 წლის, 26 აგვისტოს აღიარა.

“როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს საქართველოსთან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია. ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსიის მცდელობა 2014 წელს, ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, ეღიარებინა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკები“ უკრაინაში შეჭრამდე, ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მთავრობის მცდელობას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფისკენ. ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”- განაცხადა ნედ პრაისმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend