ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა (CCDH) გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ფეისბუკმა არ მონიშნა შეთქმულების თეორიის გამავრცელებელი სტატიების 80% ყალბ ამბად.
შედეგად, ცრუ ინფორმაციის შემცველი დაახლოებით 120 სტატია აღმოაჩინეს, რომელშიც ამერიკელი პოლიტიკოსის უკრაინის ომთან დაკავშირებული გაყალბებული კომენტარებიც იყო. ამ სტატიებს საერთო ჯამში 150 ათასზე მეტი მოწონება და გაზიარება ჰქონდა.
როგორც აღმოჩნდა, ფეისბუკმა შემთხვევათა 80%-ში ეს პოსტები „ნაწილობრივ დეზინფორმაციად”, “ყალბ ამბად” ან “უკონტექსტოდ” არ მონიშნა როგორც ამას ფაქტების გადამმოწმებელთა მიერ აღმოჩენილ ზოგიერთ ცრუ ინფორმაციაზე აკეთებს ხოლმე.
როგორც გამოცემა „გარდიანთან“ ციფრული სიძულვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იმრან აჰმედმა განაცხადა, თუ მათი ორგანიზაციის მკვლევრებს უკრაინასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის პოვნა შეუძლიათ, კომპანია ,,მეტასაც” იგივე მოეთხოვება.
პრორუსული ჯგუფები წლების განმავლობაში ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინასა და საქართველოში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე, თუმცა დასავლურ ქვეყნებში შეთქმულების თეორია ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.
ორგანიზაცია კომპანია ,,მეტას” მოუწოდებს, უფრო დაკვირვებით მონიშნოს პოსტები და სტატიები.