მთავარიაზიაჩინეთიშანხაის დასავლეთ ნაწილში კარანტინი გამოცხადდა

შანხაის დასავლეთ ნაწილში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შანხაის დასავლეთ ნაწილში კარანტინი გამოცხადდა და მომდევნო 4 დღის განმავლობაში 16 მილიონ მოქალაქეს ტესტირება ჩაუტარდება. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ რაიონში კი დაწესებული კარანტინი გახანგრძლივდება.

მოსახლეობას 4 დღის განმავლობაში ეკრძალება გარეთ გამოსვლა. პროდუქტებსა და საკვებს მათ ადგილზე მიაწვდიან.

შანხაიში კარანტინის დაწესებით ჩინეთი ეპიდაფეთქების შეჩერებას ცდილობს. თავდაპირველად, შანხაის 26 მილიონ მოსახლეს განუცხადეს, რომ 4 დღით, ტესტირებისის მიზნით, ჯერ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ჩაკეტავდნენ, შემდეგ კი – დასავლეთს.  თუმცა კარანტინის ვადა ზოგიერთ რაიონში გახანგრძლივდა.

იმ ადამიანებს, რომელთა მეზობლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, 10 დღე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა. ახლომდებარე შენობებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კი იზოლაცია 3-დღიანი იქნება. მიმდებარე უბნებში მცხოვრებთათვის რეგულაციები შედარებით შემსუბუქებულია. მათ გარკვეული დრო აქვთ, გავიდნენ მაღაზიებში და საჭირო პროდუქტები შეიძინონ.

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6720 უსიმპტომო იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend