მთავარიკუბიუკრაინაში სინაგოგის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში სინაგოგის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას ავრცელებს

რუსეთი კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და ებრაელთა ორგანიზაცია „ჰაცალა უკრაინას“ წარმომადგენლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უკრაინა ქალაქ უმანში სინაგოგას სამხედრო შენაერთებისთვის იყენებს.

მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სინაგოგის წინ შეკრებილმა ებრაელთა თემმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათ ტერიტორიაზე არც ჯარისკაცი და არც სამხედრო ტექნიკა არ დგას. „არ ენდოთ ამ სიყალბეს, ეს წმინდა ადგილია“, – ამბობს რაბინი ვიდეომიმართვაში.

რუსეთის თავდაცვამ 30 მარტს გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც თითქოს ებრაელთა თემის წარმომადგენლისგან მიიღეს. რუსები ამტკიცებენ, რომ ფოტოზე იარაღის შეგროვების პროცესია ასახული. ოფიციალურ განცხადებაში ორგანიზაცია არ ადასტურებს ამ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ფოტოებში ჩანს სინაგოგა, თუმცა ის დაკეტილია, მანქანები და სამხედროები კი  მოშორებით დგანან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend