მთავარისაქართველოსაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი

ზუსტად 31 წლის წინ 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

კითხვაზე – „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმის   მონაწილეთა  99,08 %-მა  უპასუხა „დიახ“.

სწორედ  ეს რეფერენდუმი იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, საბჭოთა 70-თ წლიანი ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცა 3 მილიონ 295 ათას 500-მა მოქალაქემ.  ანუ, საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა თითქმის 91-მა პროცენტმა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცული   სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა. 31 წლის წინ, რეფერენდუმის დღეს, საქართველოში იყო  ამერიკის შეერთებული შტატების  37-ე პრეზიდენტი  რიჩარდ ნიქსონი. მან  ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე  ყოფნისას  თქვა  –  უფლება რომ მქონდეს სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.

საბოლოოდ, სწორედ ამ რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა 1991 წლის 9 აპრილს.

დღეს, “ევრონიუს ჯორჯიასთან” ისაუბრეს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც  ზუსტად 31 წლის წინ, ამ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა.


უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend