მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: აშშ-ს კანონმდებლები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის მეტის გაკეთებას სთხოვენ

ომი უკრაინაში: აშშ-ს კანონმდებლები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის მეტის გაკეთებას სთხოვენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სარაკეტო შეტევის დროს რამდენიმე უკრაინული საწვავის საცავი გაანადგურეს.

რუსი სამხედროების თქმით, უკრაინული არმია დნიპროში, ლისიაჩანსკში, ჩუხუივსა და ნოვომოსკოვსკში მდებარე საწვავის საცავებიდან მარაგდებოდა.

საერთო ჯამში, რუსულმა სამხედრო ძალებმა ღამის განმავლობაში 50-ზე მეტ უკრაინულ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს სარაკეტო შეტევა.

რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონში კი სადესანტო დივიზიის ჯარისკაცებს, უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის სამხედრო მედლები გადასცეს.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ რუსული მხარე მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაზე დათანხმდა.

კიევმა უკვე გააგზავნა 45 ავტობუსი ალყაშემორტყმული ქალაქისკენ, სადაც რუსული სამხედრო ძალები საავადმყოფოებს და საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მივიღეთ ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია მზად არის, ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნას. მარიუპოლისკენ 45 ავტობუსი გავგზავნეთ, შევეცდებით, რომ ტრანსპორტი მარიუპოლში დღესვე ჩავიდეს და მოქალაქეები გამოიყვანოს“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

აშშ-ში კანონმდებლები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის დასახმარებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ვლადიმერ პუტინი სამხედრო დანაშაულის ჩადენისათვის უნდა გასამართლდეს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა, კიევისათვის დამატებით 500 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის დახმარების გაწევის შესახებ.

„უკრაინის დასახმარებლად ადმინისტრაციისგან გაწეული ძალისხმევა ამ მომენტამდე დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე, დიდი სიამოვნებით მოვისმინეთ სიახლეები უკრაინისთვის 14 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების მიწოდების შესახებ. უკრაინულ მხარეს კიევისათვის სამხედრო თვალსაზრისით საჭირო დახმარების ზუსტი სია აქვს და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ”, – აცხადებს კრის მურფი, დემოკრატი სენატორი.

პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები ამბობენ, რომ რუსი სამხედროები მოქალაქეებს ესვრიან, ქალაქი ჩერნიგოვი კი უმოწყალოდ იბომბება. ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend