მთავარიევროპაუკრაინააშშ და ევროკავშირი: რუსეთზე ზეწოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ უკრაინაში ომი არ შეწყდება

აშშ და ევროკავშირი: რუსეთზე ზეწოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ უკრაინაში ომი არ შეწყდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, სანქციების ახალ პაკეტს, ასევე უკრაინის მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად შევაფასეთ მოლაპარაკებები და ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. ვისაუბრეთ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

,,ჩვენ სანქციებს არ გავაუქმებთ და იმედია, ოპოზიციაც დაგვიჭერს მხარს. არც ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა უნდა დაიხიონ უკან. ჩვენ ვლადიმერ პუტინზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. ამიტომ არ უნდა მოიხსნას სანქციები იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინას. მისი თქმით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ზეწოლა გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend