მთავარიევროპასერბეთისერბეთში აქტიურად განიხილავენ, უნდა შეუერთდეს თუ არა სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

სერბეთში აქტიურად განიხილავენ, უნდა შეუერთდეს თუ არა სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს

რუსეთისა და სერბეთის ტრადიციულმა კავშირმა ქვეყანა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. სანქციები ახლა აქტუალური თემაა საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც სერბეთში 3 აპრილს გაიმართება.

ეროვნული ასამბლეისა და სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი ივიცა დაჩიჩი ამბობს, რომ მისი პარტია გმობს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას. ამავდროულად, თვალთმაქცობად მიაჩნია, რომ სწორედ ის ქვეყნები მოუწოდებენ სერბეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც ჯერ სერბეთს ბომბავდნენ კოსოვოს გამო, შემდეგ კი მისი დამოუკიდებლობა აღიარეს.

ივიცა დაჩიჩის აზრით, მათ დაარღვიეს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა. იგი აღნიშნავს, რომ ჯერ ეს აღიარება უნდა გააუქმონ, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საუბრის გაგრძელება.

ოპოზიციურ კოალიციაში მიაჩნიათ, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. ისინი გმობენ რუსეთის აგრესიას.

ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ბილიანა სტოიკოვიჩი ამბობს,  რომ ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თითოეული ევროპული ქვეყანა ყოველთვის ისე იღებს გადაწყვეტილებას, როგორც მას აწყობს და  როდესაც საუბრობენ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ, ისინი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ბილიანა სტოიკოვიჩს მიაჩნია, რომ სერბეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას, რომ დასრულდეს ჰუმანიტარული კრიზისი. მათ ასევე უნდა დაგმონ ეს ომი. თუმცა დასძენს, რომ მათაც, სხვა ქვეყნების მსგავსად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ.

ნაციონალისტურ კოალიციას კი მყარი პოზიცია აქვს სანქციებთან დაკავშირებით.

ნაციონალისტური პარტია „დვერის“ ლიდერს ბოშკო ობრადოვიჩს მიაჩნია, რომ  სერბეთი არ უნდა შეუერთდეს ნატოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. თუმცა არც ის მოსწონს, რომ ორ მართლამადიდებელ ერს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს. მას იმედი აქვს, რომ ომი მალე დასრულდება. ბოშკო ობრადოვიჩი ვერ ხედავს სერბეთისა და ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობას, რადგან აშკარაა, რომ ევროკავშირში არ სურთ სერბეთის მონაწილეობა. მისი თქმით, სერბეთმა უნდა იმოქმედოს  არა ნატოს, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, ამავდროულად, არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. როგორც ვარაუდობენ, ეს შესაძლოა, ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებით აიხსნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend