მთავარიევროპასაფრანგეთიმარსელში 1600-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა

მარსელში 1600-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა

საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში უკრაინიდან  1600-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საფრანგეთის ხელისუფლება ეძებს შესაბამის ადგილებს,  რომ დააბინაოს ის ადამიანები, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობაში არიან.

უკრაინიდან წამოსული ლტოლვილები აქ შეძლებისდაგვარად კომფორტულად გრძნობენ თავს, თუმცა  ისინი ღელავენ იმ ახლობლებზე, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ.

საფრანგეთის ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების მხარდასაჭერად. მათ ჰყავთ თარჯიმნებიც, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინელებს საჭირო დოკუმენტების შევსებასა და საცხოვრებელი ადგილის პოვნაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend