მთავარიევროპაუკრაინაინტერვიუ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურთან მამუკა მამულაშვილთან

ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურთან მამუკა მამულაშვილთან

ბოლო დღეების განმავლობაში ყველა სიხარულით შეხვდა ცნობებს უკრაინული არმიის კონტრშეტევებისა და ოკუპანტების უკან დახევის შესახებ.

არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინის დედაქალაქზე წარუმატებელი იერიშის ფონზე, კრემლი სამხედრო სიმძიმის ცენტრს დონბასში გადაიტანს.

მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ცვლილების დამადასტურებელ ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

ევრონიუს ჯორჯია” უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.  მამუკა მამულაშვილთან განვიხილეთ ფრონტის ხაზზე ამჟამინდელი მდგომარეობა, ქართული ლეგიონის დაარსება და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ასევე უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ მიმდინარე ომის გადამწყვეტი ფაქტორები.

 

  • პირველ რიგში რომ გვითხრათ რა ვითარებაა ამ ეტაპზე უკრაინაში ფრონტის ხაზებზე?
  • მამუკა მამულაშვილი : როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ რომელიც ასე ვთქვათ შედგა რუსეთთან, რუსეთი ვალდებული იყო გაეყვანა რაღაცა ნაწილები კიევის რეგიონიდან მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ ის რომ დაიწყეს შემტევი ოპერაციები რიგ მიმართულებებზე. ასევე მთელი ღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა სარაკეტო ცეცხლი კიევზე და კიევის რეგიონზე, რუსეთმა კიდევ ერთხელ დამტკიცა რომ მასთან დადებულ ხელშეკრულებას და გაფორმებულ შეთანხმებას არ აქვს ძალა. აი ახლაც თუ გესმით საკმაოდ ინტენსიური სროლის ხმა არის
  • ქართული ლეგიონი უკრაინაში 2014 წელს შეიქმნა, თავდაპირველად თქვენი ლეგიონის წევრების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მაგრამ ომის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგაც ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გაწევრიანდა თქვენს ლეგიონში, როგორ უნდა გახდე ქართული ლეგიონის წევრი?
  • მამუკა მამულაშვილი : თავიდან ქართული ლეგიონი 10 ოფიცრისგან შესდგებოდა, იმის შემდეგ რაც ჩვენი რეპუტაცია უკრაინის საზღვრებს გასცდა, მერე დაიწყო შემოერთება სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეების. ამ ეტაპზე გყვავს მოხალისეები 32 ქვეყნიდან და ლეგიონის რიგები იზრდება, რეკრუტირების ყველაზე დიდი მომენტი იყო ომისწინა დაძაბულობა და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, საქართველოს მერე ლეგიონში ყველაზე მეტი მოქალაქე დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის.
  • როგორი იყო ომის დასაწყისი, როგორ ემზადებოდით თავდაცვისთვის და როგორი იყო ომის პირველი დღეები?
  • მამუკა მამულაშვილი : თქვენ გულისხმობთ ბოლო ინტერვენციას?
  • დიახ ბოლო ინტერვენციას
  • მამუკა მამულაშვილი : ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ სამოქალაქო სექტორის მომზადება იმიტომ რომ ინტუიციურად ვიცოდით რომ ომი დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი, დაახლოებით ერთი თვით ადრე დავიწყენ სამოქალაქო პირების მომზადება, მოვამზადეთ დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, ეს ადამიანები დღესაც გვირეკავენ და მადლობას გვიხდიან რადგან ბევრი მათგანი გადარჩა სწორედ იმ საბაზისო ცოდნის წყალობით რომელიც ჩვენგან მიიღო. ჩვენ ასევე ვამზადებდით ჩვენს შტატს, მზადდებოდა სპეციალური დანიშნულების ჯგუფები, ქართული ლეგიონი არის დაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთი დანაყოფი რომელიც ატარებს სპეცოპერაციებ უკრაინის ათ მიმართულებაზე. ფრონტის ხაზის ათ მიმართულებაზე.
  • ომი მრავალი კომპონენტისგან შესდგება, რა არის ქართული ლეგიონისათვის და ზოგადად უკრაინის არმიისათვის მთავარი გამოწვევა?
  • მამუკა მამულაშვილი : მთავარ სირთულეს წარმოადგენს რათქმაუნდა დაუცველი საჰაერო სივრცე, იმიტომ რომ რუსები დომინირებენ საჰაერო სივრცეში და ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით ჩვენს განადგურებას, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ეს არის. უკრაინას უჭირს, გამკლავება ბალისტიკურ და საარტილერიო თავდასხმებთან და იმედი გვაქვს რომ პარტნიორი ქვეყნები დაგვეხმარებიან ამის გადალახვაშიც რადგან ვითარებას თქვენც ხედავთ, რუსეთი არ ზოგავს ბალისტიკურ იარაღს იმისთვის რომ მშვიდობიან მოსახლეობას შეუტიოს, ძირითადად მშვიდობიან მოსახლეობას აყენებენ ზიანს., რომ პანიკა დათესოს, ვინაიდან სამწუხაროდ რუსეთი არ იცვლის ამპლუას და ისევ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს.
  • უკვე მრავალი წელია საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში იბრძვიან, რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში მოხალისეებად?
  • მამუკა მამულაშვილი : საქართველოს მოქალაქეებისათვის პრინციპულია აქ ყოფნა დღეს რადგან პირველ რიგში უკრაინელებმა 90 – იან წლებიდან დაწყებული დღემდე გაგვიწიეს პარტნიორობა, დაიცვეს საქართველო როდესაც საქართველოში იყო იგივე პრობლემა და რუსეთის აგრესია, ჩვენ ვალდებულები ვართ დღეს აქ ვიყოთ. გარდა ამისა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის ისტორიას საკმაოდ დიდი ფესვები აქვს, უკრაინა ყოველთვის მეგობრული სახელმწიფო იყო, ჩვენ ყოველთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, გამომდინარე აქედან ალბათ გასაკვირი არ არის რომ ჩვენ დღეს აქ ვართ და ვეხმარებით უკრაინელებს.
  • უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან თვეზე მეტი გავიდა, რა განაპირობებს ომის იმ დინამიკას რომლის მომსწრენიც ვართ?
  • მამუკა მამულაშვილი : რუსეთმა პრინციპში დაარღვია ყველანაირი შეთანხმება, არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელს მსოფლიოსთან. ჩვენ მოწმენი გავხდით ღია აგრესიის, ეს არის ფართო მასშტაბიანი ომი, ყველაზე დიდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საკმაოდ რთულია და ეს მძიმე არამარტო უკრაინისთვის, ვინაიდან აქ ბრძოლა მიდის მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთი წლების განმავლობაში იყო და რჩება ტერორისტული ორგანიზაციების მტავარ დამფინანსებლად, რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ აქტებს სხვადასხვა ქვეყნებში და უკრაინაში ჩვენ ვხედავთ ღია დაპირისპირებას და ამ დაპირისპირებაში უნდა გაიმარჯვოს საღმა აზრმა და თავისუფლებამ, ვინაიდან ეს ბრძოლა არის რუსეთის, დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან.
  • და ჩემი ბოლო შეკითხვა, როგორია ქართული ლეგიონის წევრების განწყობა?
  • მამუკა მამულაშვილი : ძალიან მოტივირებულები არიან ყველა იმიტომ რომ უკრაინა ჩვენთვის იგივეა რაც საქართველო. ძალიან ამაღლებული განწყობაა, ყველა აკეთებს მაქსიმუმს რომ დაიცვას უკრაინა და პირველი მიზანი არის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა რომ გადავარჩინოთ იმდენი სიცოცხლე რამდენსაც შევძლებთ.
  • დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, გისურვებთ გამარჯვას ბრძოლის ველზე და ღირსეულ მშვიდობას.
  • მამუკა მამულაშვილი : დიდი მადლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend