მთავარიევროპაბელგიაცირკულარული ეკონომიკა ბელგიაში

ცირკულარული ეკონომიკა ბელგიაში

ხელსაწყოების საცავი – ეს არის იდეა, რომელიც ბელგიაში კომპანია „ლა ტურნევიეს“ ეკუთვნის. ცირკულარული ეკონომიკის ეს პროექტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ახალი ხელსაწყოები აღარ შეიძინონ და მრავალჯერადი გამოყენების, მაღალი ხარისხის ნივთები გაიტანონ საცავიდან.  ხალხს აღარ მოუწევს, იყიდოს  იაფი ან უხარისხო საქონელი, რომელსაც, სავარაუდოდ, მალევე  აღარ გამოიყენებენ.

კომპანია „la  Tournevie-ს“ წარმომადგენელი, ოლივიე ბეისი ევრონიუსთან საუბარში აცხადებს,  რომ ეს იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს. მათ სურდათ, ხელსაწყოები შეეთავაზებინათ ბევრი ადამიანისთვის, დაახლოებით ოთხასი ან ხუთასი პირისთვის. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებენ ხალხის მოთხოვნებს, მაღალი ხარისხის ინსტრუმენტების მწარმოებელ კომპანიებსაც სტიმულს აძლევენ. მათი მიზანია, ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ.

პროექტი 2015 წელს დაიწყო.  დღეს მას 400-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც წელიწადში ორმოც ევროდ  შეუძლიათ ხელსაწყოების სახლში წაღება იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდებათ. აქ არის როგორც ხეზე, ისე ლითონზე მუშაობისა თუ შედუღების დროს საჭირო ინსტრუმენტები. ეს არის ცირკულარული ეკომონიკის ერთ-ერთი მაგალითი. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირას ევროკომისია  ცირკულარული ეკონომიკის პაკეტის წარდგენას გეგმავს.

გარემოს დაცვა ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა არა ერთადერთი. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ახლა გაურკვევლობისა და რისკის ეპოქა იწყება, ცირკულარული ეკონომიკა კი ხელს შეუწყობს შეფერხებების თავიდან აცილებას.

ევროპული გარემოსდაცვითი ბიუროს პოლიტიკის ოფიცერს ჟან-პიერ შვეიცერს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს ხელსაწყოების  შეკეთების შესაძლებლობა, ამ გზით პროდუქტი უფრო დიდხანს გაძლებს. თუ ადგილობრივ ბაზარზე  სათადრიგო ნაწილები ხელმისაწვდომი იქნება, აღარ მოუწევთ მსოფლიოს მეორე ნაწილიდან მათი შემოტანა.  ეს კი ნიშნავს საკუთარი მიწოდების ჯაჭვზე უფრო მეტ კონტროლს, რაც, შესაბამისად, ზრდის გამძლეობის ფაქტორს. ჟან-პიერის შეფასებით, ეს ცირკულარული ეკონომიკის კიდევ ერთი სარგებელია.

ევროკომისია ამჟამად მუშაობს იმაზე, თუ როგორ დანერგოს ცირკულარული ეკონომიკა ქსოვილებისა და სამშენებლო სექტორებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend