მთავარიგადაცემებითვითმხილველიუკრაინაში შეჭრა ესტონელებს აფიქრებთ

უკრაინაში შეჭრა ესტონელებს აფიქრებთ

ბალტიისპირეთის სახელმწიფოები უამრავი მოქალაქისთვის რუსული მშობლიური ენაა. მართალია ეს ხალხი უმცირესობად ითვლება, მაგრამ საკითხავია: რამდენად ლოიალურად არიან ისინი განწყობილი ევროპის მიმართ? ესტონეთი ნატოს წევრია. ეს თავდაცვის ორგანიზაცია ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.  მაგრამ რამდენად ეშინიათ ესტონელებს მეზობელი  რუსეთის? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ჰანს ფონ დერ ბრელი ევროკავშირის განაპირა საზღვარზე მდებარე ქვეყანაში ჩავიდა.

ეს ერთ-ერთი ისეთი  დავალებაა, როდესაც წინასწარ არასოდეს იცი  რა გამოვა: უნდა  ჩაიხედო ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის გონებაში იმ დროს, როდესაც რუსული ბომბები უკრაინაში ცვივა და შეეცადო გაიგო, რას ფიქრობს და გრძნობს ეს ხალხი.

მართალია ახლა ესტონეთში საშინლად ყინავს, მაგრამ ხალხის განსხვავებული შეხედულებების გამო, გამოკითხვის შედეგად მხურვალე პასუხებს იღებ. მე ვესაუბრე მოსახლეობას ქალაქ ნარვაში, რომელიც რუსეთის საზღვარზე მდებარეობს.

შუახნის რუსულენოვანმა ქალმა თამარამ, რომელივ  ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებიდა ასეთი რამ მითხრა: „პუტინმა იცის, რასაც აკეთებს. უკრაინელებს რომ დონბასი არ დაებომბათ, არაფერი მოხდებოდა. თავად არიან დამნაშავე. უკრაინელებმა აიძულეს პუტინი…“

ჩემი მეორე რესპონდენტი ანა იყო. ანას ლურჯი ქუდი ეფარა და ძაღლს ასეირნებდა თან რუსეთიდან ჩამოსულ მეგობარს ქალაქს ათვალიერებინდებდა.

„ზოგს, უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ტვინი გამოურეცხა რუსული ტელევიზიებით გადმოცემულმა ინფორმაციამ“,  – მითხრა  ანამ.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროკავშირმა რუსული პროპაგანდული სატელევიზიო არხების გათიშვა. როდესაც ნარვის ქუჩებში ხალხს ვესაუბრე, საკმაოდ ბევრი არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ხნიერი რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები, რომლებმაც ესტონური ცუდად იციან.

აღმოსავლეთ ესტონეთში ეს ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტი არ იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში სანამ „ევრონიუსისთვის“ რეპორტაჟებს ვამზადებდი, ევროპის ამ მხარეში ხშირად ჩამოვდიოდი. მიზეზი სხვადასხვაგავრი იყო: ესტონეთი ხან ევროკავშირში შედიოდა, ხან ევროზონაში, ხან –  ნატოში, ხან რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციაზე მსჯელობდა. მიზეზების სია შორს წაგვიყვანს. აქ სულ არის რაღაც მოსაყოლი.

ესტონეთი თავს მშვიდად აღარ გრძნობს მას შემდეგ, რაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკარინაში 2014 წელს. ახლა 8 წლის შემდეგ მეორე რაუნდი დაიწყო…და მსოფლიო ისევ სვამს ძველ კითხვას: ემუქრება თუ არა საფრთხე ბალტიისპირეთსაც? რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული ტელევიზიები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, აქაურ მოსახლეობაზე გავლენა მოეხდინათ.  აღმოსავლეთ ესტონეთში მოსახლეობის 70 პროცენტის მშობლიური ენა რუსულია. საზღვრისპირა ქალაქში კი ეს რიცხვი 90 პროცენტს აღწევს. არის ეს ხალხი ესტონეთის ერთგული თუ არა? ქალაქის ქუჩებში სწორედ ამ პროვოკაციურლი კითხვის პირდაპირ დასმა გადავწყვიტე: სად გუსრთ იცხოვროთ? ვის ეკუთვნის ნარვა ესტონეთს თუ რუსეთს?

გაოცებული დავრჩი, რომ საკმაოდ ხალისით მიპასუხეს. ისეთი განცდა დამრჩა, თითქოს ამ ხალხს, ქალებსაც და კაცებსაც ერთი სული ჰქონდათ ვინმესთვის აზრი გაეზიარებინათ.

დაბალმა ქალმა ოლგამ, რომელსაც სქელმინებიანი სათვალე ეკეთა და ვისი მშობლიური ენაც რუსულია, ასე მიპასუხა:

„ჩემი აზრით, ესტონეთი ჯობია. იმიტომ, რომ ეს პატარა ქვეყანაა, ამიტომ სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მოსახლეობას და  სოციალური დაცვის უკეთესი სისტემა აქვს.“

მაღალ რუსულად მოსაუბრე ახალგაზრდა კაცს ვლადისლვას, რომელსაც პატარა წვერი ამშვენებდა  ცოტა დრო ჰქონდა სასაუბროდ, მაგრამ მაინც მიპასუხა:

„ჩვენ ესტონეთში ვართ. ყველაფერი კარგადაა. რატომ უნდა შევცვალოთ რამე? ნარვა ამ ქვეყანაში უნდა დარჩეს, ესტონეთის ტერიტორიაზე.“

შემდეგ ნატალიას შევხვდი, რომელიც ქალიშვილთან ერთად სეირნობდა. ისიც რუსულენოვანია. ჩემს კითხვაზე წამოიძახა:

„როგორ შეიძლება გავხდეთ რუსეთის ფედერაციის წევრი? რასაკვირველია, ჩვენ ესტონეთს ვეკუთვნით, რადგან მეც და ჩემი შვილებიც ესტონეთის მოქალაქეები ვართ.“

ჩემმა კითხვამ ზოგი გააკვირვა და გაახალისა კიდეც. მაგალითად გერგანა, ახალგაზრდა რუსულენოვანმა ქალმა გაიღიმა და ისე მიპასუხა:

„ნარვა რუსულენოვანი ქალაქია და აქ რუსებიც ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა რომ ესტონეთს ვეკუთვნით. ჩვენ ვართ ესტონელები, რომლებიც ესტონურ ქალაქში ვცხოვრობთ.“

რომანი, ახალაგაზრდა რუსულად მოსაუბრე ადგილობრივი კაცი მას შემდეგ მომიახლოვდა, რაც ერთმა ხნიერმა ქალმა კომენტრაზე უარი მითხრა. თავის განწყობა მან მეტაფორულად ახსნა:

„ესტონეთი ევროპის ზღურბლია. ისევე როგორც სახლს აქვს ზღურბლი…ეს ევროპის ზღურბლზეა. ამიტომ ჩვენ ისე ვგრძნობთ თავს, როგორც ევროპაში, ოღონდ ევროპის ზღურბლზე. როდესაც მას გადააბიჯებ, უკვე სახლში გრძნობ თავს.“

საბჭოთა კავშირის ოკუპაციის დროს სტალინმა ბევრი ესტონელი ციმბირში გადაასახლა. მათ სანაცვლოდ აქ რუსები ჩამოსახლდნენ.  ეს იყო იძულებითი რუსიფიკაციის ხანა. თუმცა მას შემდეგ, რაც ესტონეთმა „რევოლუციას უმღერა“ და ევროკავშირის წევრი გახდა, ბევრი რამ შეიცვალა: მრავალფეროვნება და ერთიანობა არის ახალი მიზანი.

დღეს რუსულენოვანი მოსახლეობის ორ-მესამედს ესტონეთის პასპორტი აქვს. დაახლოებით ექვს პროცენტს  – „ნაცრისფერი პასპორტი“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ესტონეთმა 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამ ხალხმა ითხოვა, რომ არ ჰქონოდა არც რუსული და არც ესტონური პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ასეთი ნაცრისფერი პასპორტი, რომელსაც   „ესტონელი უცხოელების პასპორტსაც უწოდებენ“ არის სამოგზაურო დოკუმენტი, რომელსაც აძლევენ იმ ხალხს, ვინც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის, ან ვისი მოქალაქეობაც გაურკვეველია და ვინც ესტონეთში ცხოვრობს. რაც დრო გადის და საბჭოეთის ერა ისტორიაში ინაცვლებს, მათი რიცხვი მცირდება.

შესაძლებელია თუ არა, რომ რუსულენოვანი ადამიანი დაუბრკოლებლად გახდეს ესტონური საზოგადოების წევრი? შესაძლებელია, ამბობს ანა.  იგი მოსკოვში შვიდი წელი სწვალობდა სამართალს. შემდეგ მშობლიურ ქალაქ ნარვაში დაბრუნდა და ახლა ორენოვანი მოქალაქეა. თუმცა მისმა ქმარმა მხოლოდ რუსული იცის. ანას გარშემო ყევლა მის მსგავსად არ ფიქრობს. ამიტომ პოლიტიკა ანას ოჯახში ტაბუდადებული თემაა.

ანა გალაკტიონოვა, ნარვის რუსულენოვანი მოქალაქე:

„ჩვენს ოჯახში ასე შევთანხმდით, ვიყოთ ტოლერანტული და საერთოდ არ ვისაუბროთ არც ომზე, არც პოლიტიკურ მდგომარეობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ რუსებსა და ესტონელებს შორის, ჩემი აზრით, ყველა ერთი ვართ. რა მნიშვნელობა აქვს, სად დავიბადე, ნარვაში  თუ ტალინში. შემიძლია, რუსულადაც ვისაუბრო და ესტონურადაც. ესტონელი მეგობრებიც მყავს და რუსებიც. არავითარი დისკრიმინაცია არ არსებობს საერთოდ.“

რუსული პროპაგანდა ცდილობს, რუსულენოვანი მოსახლეობა, როგორიც არის ანა, მსხვერპლად წარმოაჩინოს. მაგრამ ანა, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციაში საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში მუშაობს და ესტონეთის პასპორტი აქვს, ესტონურენოვანი მოქალაქის თანასწორად მიიჩნევს თავს. დღეს  პრობლემა სულ სხვა რამეა: სუპერმარკეტების ცარიელი თაროები…რუსული პროდუქცია ჩამოიწერა, პარალელურად კი პანიკური შესყიდვები დაიწყო…

ყველაფერი კი უკრაინაში პუტინის ომის ბრალია.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend