უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.
უკრაინის დელეგაციამ რუსეთს შეთანხმების პირობები წარუდგინა.
ამ პირობების თანახმად, თუ უკრაინის მოსახლეობა ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს რეფერენდუმით მისცემს ხმას, კიევი მზადაა ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებით.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ჯარები შეწყვეტენ სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მათი დანაყოფები ამ რეგიონებიდან უკან დაიხევენ და ეს ნდობის მიღწევის მიზნით კეთდება.
ამ საკითხზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ზურაბ ბატიაშვილმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ისაუბრა