რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, მოსკოვი სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით შეაჩერებს. მისი თქმით, რუსული დანაყოფები ნდობის მიღწევის მიზნით უკან დაიხევს.
უკრაინული დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც გარანტორებად განიხილავენ. მისი თქმით, უნდა მომზადდეს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტორი. უკრაინის დელეგაცია გარანტორ ქვეყნებად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს.
დასახელებული ქვეყანების მეთაურების ნაწილს წინასწარი თანხმობა გაცემული აქვთ.