მთავარიევროპაუკრაინარუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში გაიმართება

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში გაიმართება

უკრაინაში შეჭრიდან 33-ე დღეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გასამართად ემზადებიან. შეხვედრა 29 მარტს, სტამბოლში გაიმართება.  მათი მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა. გაეროს შეფასებით, გარდაიცვალა სულ მცირე 1 100 მშვიდობიანი მოსახლე, 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა კი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი.  მოლაპარაკებები ამჯერად, ბელარუსის ნაცვლად, თურქეთში გაიმართება.

დისკუსიებამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჟურნალისტებს 90-წუთიანი ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა და განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის სტატუსის, უკრაინის ნეიტრალიტეტისა  და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები, რადგან ეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

კვირას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ულოცავდა ეროვნული გვარდიის იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. კრემლში აცხადებენ, რომ ახლა მთელ ყურადღებას გადაიტანენ დონბასის რეგიონზე, რომელსაც 2014 წლიდან ნაწილობრივ აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.

ადგილობრივები ცდილობენ, დატოვონ ალყაშემორტყმული ქალაქი მარიუპოლი. დონეცკის თვითგამოცხადებული მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მარიუპოლიდან 90 კილომეტრში დევნილების მისაღებად  კარკვები გაშალეს. უკრაინა რუსულ მხარეს საპორტო ქალაქიდან ათასობით მოქალაქის იძულებით გადასახლებაში ადანაშაულებს. თუმცა ამ ბრალდებას რუსეთი უარყოფს.

შაბათ-კვირას რუსეთიდან მეზობელ ქვეყანაში ფინეთში ბოლო მატარებელი ჩავიდა. ჰელსინკიდან სანქტ-პეტერბურგამდე დღეში 2 რეისი სრულდებოდა, თუმცა ფინელი მფლობელების გადაწყვეტილებით, ახლა ეს რეისები შეჩერებულია. შესაბამისად, რუსეთი ყველასგან სულ უფრო იზოლირებული ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend