რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი სამხედროები ე.წ. „რუსი მშვიდობისმყოფელების“
ზონაში შევიდნენ. ეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დარღვევაა.
აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს და მოსკოვის განცხადებას ცალმხრივს უწოდებს.
მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა გუშინ, 27 მარტს გამოაცხადა.
რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე – ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა ისაუბრა