მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთში უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

პოლონეთში უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

20-ზე მეტ ქვეყანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საერთაშორისო კონცერტი გაიმართა. ,,შეაჩერე ომი“ – ასეთი იყო პოლონეთში გამართული კონცერტის მთავარი გზავნილი, კონცერტს ევროპის მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ტელეარხი გადასცემდა.

მილანში, საკათედრო ტაძრის მოედანზე,  ხალხი უკრაინის დროშებითა და ბუშტებით შეიკრიბა. ისინი კონცერტს  დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ხელოვანებმა. პოლონეთმა ასევე,  თავისი ყოველწლიური  რბოლა მიუძღვნა უკრაინას და მას “მშვიდობის გარბენი” უწოდა.

რბოლა ეძღვნებოდა მათ, ვისაც იძულებით მოუწია სამშობლოს დატოვება. ორგანიზატორების თქმით, რბოლაში მონაწილეობა მიიღო 7 ათასზე მეტმა ადამიანმა, ზოგიერთი მათგანი ფულს აგროვებდა უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად.

ევროკავშირის მხარდაჭერით საფრანგეთიდან რუმინეთში სასწრაფო დახმარებისა და სატრანსპორტო საშუალებების ორი ფრანგული კოლონა  ჩავიდა. სამედიცინო და სამაშველო აღჭურვილობა უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend