მთავარიევროპაუკრაინაქუჩის მხატვრები უკრაინის მხარდასაჭერად

ქუჩის მხატვრები უკრაინის მხარდასაჭერად

ხელოვანებმა ტილო ცოტა ხნით გვერდით გადადეს და  საღებავებით კედლების მოხატვა დაიწყეს. მათი გზავნილი ყველასთვის გასაგებია. ხელოვნება მათთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირონ ლტოლვილებს უკრაინიდან.

მხატვარმა ტოდ გუდმანმა გადაწყვიტა, თავადაც გაეკეთებინა რამე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. მას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი შთაგონებას, ძალასა და გამბედაობას მატებს.

გუდმანს უკრაინის ომში დაზარალებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა სურდა. მან მხოლოდ ახლა გაამხილა თავისი ვინაობა.  თუმცა იგი არ არის ერთადერთი. არიან სხვა მხატვრებიც, რომელთათვისაც ომი შთაგონების წყაროა. კორი მეტსაც, რომელიც  ლოს-ანჯელესიდან არის, უკრაინაში მიმდინარე ომმა გადააწყვეტინა კედლების მოხატვა.

მხატვარი კორი მეტი  მუშაობდა ნახატზე, რომელიც სტუდენტური სესხებისა და ვალების პრობლემას ასახავს. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გადაწყვიტა, თავადაც შეეტანა წვლილი და უკრაინელებს დახმარებოდა. იგი დაუკავშირდა სხვა ხელოვანს, მათ ერთად შექმნეს ნახატი, რომელზეც ასახულია, თუ როგორ მიაქვთ მტრედებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თავი. მათი ნამუშევარი უბრალო გზავნილი არაა. ეს ერთგვარი მოწოდებაა მოქმედებისკენ.

გუდმანიც და მეტიც თავიანთი ვებგვერდებისა და სოციალური  მედიის პლატფორმების გამოყენებით ცდილობენ, მოიზიდონ თანხები. გუდმანი ასევე ყიდის მაისურებს, რომლებზეც  სხვადასხვა ფოტოა დაბეჭდილი. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend