მთავარიევროპაუკრაინაკიევში 28 მარტამდე კომენდანტის საათი გამოაცხადდა

კიევში 28 მარტამდე კომენდანტის საათი გამოაცხადდა

უკრაინის დედაქალაქში 28 მარტავდე კომენდანტის საათი გამოაცხადდალ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსულმა ძალები ქალაქ სლავუტიჩს აკონტროლებენ, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომლები ცხოვრობენ.

დოჰას ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლი სირიის ქალაქ ალეპოს შეადარა, რომელიც სამოქალაქო ომის დროს სრულად დაინგრა. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ  მოუწოდა ენერგორესურსების მქონე ქვეყნებს გაზარდონ ნავთბისა და გაზის მოპოვება, რათა რუსეთმა ვერ გამოიყენოს თავისი უზარმაზარი რესურსი სხვა ერბის „შანტაჟისთვის”.

„ევროპის მომავალი თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული!

მოგიწოდებთ გაზარდოთ ენერგიის წარმოება! რათა რუსეთმა გაიგოს, რომ თავის ენერგორესურსებს იარაღად და შანტაჟის საშუალებად ვერ გამოიყენებს”,- განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. „სპეციალური ოპერაციის” პირველი ეტაპი ძირითადად დასრულებულია და ახლა მისი ამოცანა დონბასის გათავისუფლებაა.

უკრაინის პოზიცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელია.

ამასობაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგიუ შოიგუ 12 მარტის შემდეგ საჯაროდ  პირველად გამოჩნდა. მან უკრაინაში რაკეტების გაშვების და BUK-ის სარაკეტო სისტემის განადგურების ვიდეო გამოაქვეყნა. ამით მინისტრი ეხადა დაედასტურებინა, რომ რუსები მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ.

“მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც დღეს გვქავს, ბრძანებას გეგმის მიხედვით ვასრულებთ. ჩვენ ვაგრძელებთ იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას. ჩვენი პრიორიტეტია მაღალი სიზუსტის ბალისტიკური რაკეტები, ავიაციის აღჭურვილობა, ისევე როგორც სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება”,- განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

თუმცა უკრაინის ქალაქების ნგრევის ფაქტები საპირისპიროს მოწმობს- მიკოლაივი და მარიუპოლი ამის მაგალითია. მარიუპოლში იმედოვნებენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება, რათა ალყაში მყოფი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დატოვონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend