მთავარისაქართველოუკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები

ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დავით გობეჯიშვილი. ის მასობრივი დაბომბვის დროს დაიღუპა.

ეს არის მეოთხე დაღუპული ქართველი, რომელიც  უკრაინაში იბრძოდა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ, მოხალისედ წავიდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბატალიონში ჩაეწერა.

იგი იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი კი დღეს, 26 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

მმართველი გუნდიდან დაღუპული გმირების პანაშვიდზე თბილისის მერი, კახა კალაძე იყო მოსული. ქაშვეთის ეკლესიაში მივიდა უკრიანის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვიც.

ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო. მან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და ოჯახებს ილია მეორის წერილი წაუკითხა.

გია ბერიაშვილი თემქის, დავით რატიანი კი ვარკეთილის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა ოჯახების სურვილი იყო, მეომრები ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენთან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას 18 მარტს დაიღუპნენ.

19 მარტს, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომლის ჩამოსვენებაც ქალაქში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend