მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში ბრძოლები გრძელდება

უკრაინაში ბრძოლები გრძელდება

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული შეტევის ინტენსივობა მცირდება და კიევის მიმართულებით მოწინააღმდეგეს რამდენიმე კილომეტრით უკან დაახევინეს. რუსული ავიაცია კი აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე იერიშების მიტანას.

მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი. დანგრეულ შენობებს შორისაა სკოლები და საცხოვრებელი კორპუსები.

მარიუპოლის საავადმყოფოს, რომლის სარდაფსაც თანამშრომლები და მშვიდობიანი მოსახლეობა როგორც თავშესაფარს ისე იყენებდა, ახლა რუსები აკონტროლებენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს რომ საავადმყოფო და მის ახლოს  მდებარე საცხოვრებელი კორპუსები საკმაოდ დაზიანებულია.

რუსული ბლოკპოსტების გავლით მარიუპოლი დატოვა ათიათასობით ადგილობრივმა. ამ ადამიანებისთვის ქალაქი ზაპოროჟიე ერთგვარ გამანაწილებელ წერტილად იქცა, საიდანაც აგრძელებენ გზას სამშვიდობოსკენ. უკრაინული ოფიციალური წყაროები აცხადებენ რომ გასულ პარასკევს 300 ადამიანი ემსხვერპლა მარიუპოლის თეატრზე განხორციელებულ რუსულ ავია იერიშს.

რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, ნანგრევებად იქცა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ხარკოვის ნაწილი. დანგრეულ შენობებს შორისაა სკოლები და საცხოვრებელი კორპუსები

რუსული ძალების შეტევების ინტენსივობა მცირდება. მაგალითად კიევთან ახლოს უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს რამდენიმე კილომეტრით დაახევინეს უკან.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის შეტევების მოგერიებას დონბასში, ხარკოვის მიმართულებით და ასევე კიევის რეგიონში. მისი თქმით რუსეთის შეკავებით მათი სამშობლოს დამცველები რუსულ მხარეს აზრიანი, სამართლიანი და სასწრაფო მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მიუთითებენ, რომელიც ორიენტირებული იქნება შედეგზე.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი ამოცანა -უკრაინისა საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება –  ძირითადად შესრულებულია, რაც საშუალებას აძლევს რუსულ ძალებს  გადაერთონ მთავარ ამოცანაზე რომელიც დონბასის გათავისუფლებას გულისხმობს.  რუდსკოიმ განაცხადა რომ რუსულმა ძალებმა გადაკეტეს კიევის, ხარკოვის, ჩერნოგოვის, სუმისა და მიკოლაევისკენ მიმავალი გზები.

მიკოლაევსა და მის გარეუბნებში, რუსეთის შეტევის შედეგად დაზიანებულია საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები. მიკოლაევი მნიშვნელოვანია რუსეთის არმიისთვის თუკი, მოსკოვი ოდესის აღებას ხმელეთით შეეცდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend