მთავარიევროპაუკრაინარუსულ ბომბებს გადარჩენილები მარიუპოლიდან

რუსულ ბომბებს გადარჩენილები მარიუპოლიდან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, საპორტო ქალაქი მარიუპოლი ყველაზე მეტად დაზარალდა.

ნატალიამ, ევრონიუსის სიუჟეტის გმირმა, თავშესაფარში 20 დღე იცხოვრა, მცირეოდენი საკვებითა და წყლის მარაგით. მას ქალაქის დატოვებაში ოჯახის წევრი დაეხმარა, რომელიც მარიუპოლს ჯოჯოხეთს ადარებს. რეპორტაჟში გიამბობთ იმ ადამიანების ისტორიას, რომლებმაც დაბომბვისას ქალაქიდან გამოღწევა შეძლეს.

“მარიუპოლში დავიბადე და მთელი ცხოვრება მარიუპოლში ვცხოვრობდი.

ძალიან ლამაზი იყო. ეს იყო ქალაქი, სადაც ცხოვრება კარგი იყო. ზღვა გვქონდა… ყველაფერი კარგად იყო. ზღვა  ძალიან მიყვარს მას ვეღარასდროს ვნახავ“,- ამბობს ნატალია

რუსეთის ოთხკვირიანი დაბობმვის  შემდეგ. ოდესღაც 500 ათასზე მეტი ადამიანის სახლი და საპორტო ქალაქი ახლა ნანგრევებად იქცა.

ნატალია ამ ყველაფერს საკუთარი სახლის სარდაფიდან ადევნებდა თვალს.

“ისინი ზუსტად ჩვენს თავზე დაფრინავდნენ დილის 3 საათიდან და ყოველ 10 წუთში მათი ხმა გვესმოდა. მგონ ჩვენი თავდაცვაც ახლოს იყო და როდესაც სამიზნეს ხედავდნენ ისინიც ისროდნენ და ყოველ ჯერზე ყველაფერი ზანზარებდა.

ჩვენ კი ვისხედით და ვფიქრობდით, რომ შემდეგი ჩვენთვისაა, შემდეგი ჩვენთვისაა”,

ნატალიამ 20 დღე გაძლო ელექტროენერგიის გარეშე, მცირეოდენი წყლითა და საკვებით. მის მეზობლებს ასე არ გაუმართლათ.

“ჩვენს გვერდით სახლს ბომბი დაეცა, სახლი დაინგრა და ჩვენი მეზობელი ქვეშ მოყვა.  კიდევ ორი ​​მეზობელი წავიდა მის გამოსაყვანად და ისინიც დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ“

ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით ვერ შეძლეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მისმა სიძემ, ვიქტორმა, მიიღო სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება, შესულიყო და გამოეყვანა ნატალია.

„ჯოჯოხეთს ჰგავდა იქაურობა. შენობები 90% დამწვარი და დანგრეული იყო. ქუჩაში ძალღლები იყვნენმ საჭმელს ეძებდნენ … ნაგვის გორები იდგა. ორი ცხედარიც დავინახე. ერთი დაფარული იყო, მეორე კი უბრალოდ ქუჩაზე იწვა.  აფეთქებების ხმა მუდმვად ისმოდა. თვითმფრინავები დაფრინავდნენ ცაში. მეგონა რაღაც ვიდეოთამშში ვიყავი ან ალტერნატიულ რეალობაში, ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ეს მოხდა”,- იხსენებს ვიქტორი.

ვიქტორს არ სურს იდენტიფიცირება, მას ეშინია, რადგან  რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უახლოეს კვირებში  ხალხის დახმარებას აპირებს და არ სურს ამოიცნონ.

რაც შეეხება მარიუპოლს მას არ სჯერა, რომ ქალაქი კვლავ აშენდება.

„ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, რა ვთქვა?! იქ მომავალს ვერ ვხედავ. სულ მცირე კიდე 10-20 წელი იქ არაფერი იქნება, დიდი მადლობა პუტინს.. ღმერთმა დასწყევლოს“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend