მთავარიმსოფლიოევროპაევროპული სახელმწიფოები უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან

ევროპული სახელმწიფოები უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან

რუსული ინტერვენციის შედეგად ლტოლვილად ქცეულ უკრაინელებს ევროპული სახელმწიფოები თავშესაფარს სთავაზობენ.

24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ უკრაინა უკვე 4 მილიონამდე ადამიანმა დატოვა.

უკრაინელ ლტოლვილთა ერთ-ერთი ჯგუფი ფრანკფურტში მოლდოვადან ჩავიდა.

ეს ადამიანები ერთ-ერთი პირველნი იყვნენ პოსტ საბჭოთა სივრციდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში ჩამსვლელთაგან.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს, რომ მოლდოვაში ამ ეტაპზე 14 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია.

უკრაინაზე რუსული თავდასხმის სამი კვირის განმავლობაში უკრაინიდან პოლონეთში ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლონეთის ხელისუფლებასთან ერთად ყველა ღონეს ხმარობენ ლტოლვილებისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის.

ჩვენი უპირველესი ამოცანა ლტოლვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ეს ადამიანები ნგრევას და ომს გამოექცნენ, შესაბამისად მათთვის უმნიშვნელოვანესია, თავის უსაფრთხოდ გრძნობა, შემდეგ კი უკვე სხვა საკითხებს ვაგვარებთ. ზოგ მათგანს სპეციალური საჭიროებები აქვთ, მათ დახმარება ესაჭიროებათ, მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით”, – ჰყვება შაბია მანტუ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომელი.

კვირაში სამჯერ, ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქველმოქმედების ფარგლებში შეგროვებული ნივთებით დატვირთული გერმანული რკინიგზის სპეციალური მატარებელი ბერლინიდან უკრაინის მიმართულებით მიემართება.

დოიჩე ბანის წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინაში გასაგზავნად.  ყოველდღე ორი ან სამი კონტეინერის მოცულობის დახმარება გროვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend