მთავარისაქართველოუკრაინაში ქართველი მეომრები პატივით დაკრძალეს

უკრაინაში ქართველი მეომრები პატივით დაკრძალეს

„დიდება გმირებს, დიდება გმირებს“ – ამ შეძახილებით გამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი ქაშვეთის ტაძრიდან.

დაღუპული სამხედროს გამოსვენების დროს ისმოდა ტაში. დავით რატიანის ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, საზოგადოების სხვა წევრებმა. დავით რატიანს ვარკეთილში მდებარე სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ მებრძოლს გია ბერიაშვილს დღეს, 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს ჩამოასვენეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend