მთავარიევროპამოლდოვაუკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოლდოვაში კომპანიების ნაწილს ფინანსური პრობლემები შეექმნათ

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოლდოვაში კომპანიების ნაწილს ფინანსური პრობლემები შეექმნათ

უკრაინაში მიმდინარე ომმა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზეც მოახდინა გავლენა. პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ იმ ქვეყნებს შეეხო, რომლებიც უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე იყვნენ დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა მოლდოვაა.

მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებს მხარდაჭერას დაჰპირდა, მაგრამ რესურსები შეზღუდულია და გაურკვევლობაც იზრდება. მოლდოვის ეკონომიკის მინისტრი სერჯიუ გაიბუ ამბობს, რომ მისი ქვეყანა ახლა უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე წინა კრიზისის დროს. მაგალითად, ქვეყნის ექსპორტის 70% ახლა ევროკავშირში გადის.

„კარგი ისაა, რომ მოლდოვაში გვაქვს საკმაოდ ძლიერი და საიმედო ფინანსური სექტორი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ყველა პრობლემური საკითხი განვიხილეთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. ზოგიერთი სექტორი უკეთ უმკლავდება სიტუაციას. მათ მოახერხეს ევროკავშირში პარტნიორების მოძიება და გარკვეული პროდუქტების მარაგების მობილიზება, თუმცა მოლდოვისთვის ეს არ არის საკმარისი. სხვებს უფრო მეტი სირთულე აქვთ ამ მხრივ”,- განაცხადა მოლდოვის ეკონომიკის მინისტრმა სერჯიუ გაიბუმ.

მოლდოვაში ამ IT კომპანიის საქმიანობაზე უკრაინაში მიმდინარე ომს ჯერჯერობით უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

ამ კომპანიის 200 თანამშრომელი, ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, მუშაობენ ვებსერვისებზე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი შეიძლება ახალი შესაძლებლობების წყაროც იყოს.

კომპანია უკვე მუშაობს 6 პროექტზე უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend