მთავარიევროპარუსეთირუსეთში მოსკოვის საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა

რუსეთში მოსკოვის საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა

რუსეთში მუშაობა განაახლა მოსკოვის საფონდო ბირჟამ. როგორც ცნობილია, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 33 პროცენტით დაეცა და აქციების დიდი რაოდენობით გაყიდვების თავიდან ასაცილებლად ბირჟამ საერთოდ შეაჩერა მუშაობა. ახლა კი ვაჭრობის განახლების შემდეგ, ინდექსმა 8 პროცენტით მოიმატა. როგორც ცნობილია, ვაჭრობას არ ესწრებიან უცხოელი ინვესტორები და ბირჟაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კომპანიის აქციებია გამოტანილი.

უკვე მეორე ხარისხის ბაზრად შეფასებული მოსკოვის საფონდო ბირჟა ერთი თვის შემდეგ გუშინ პირველად გაიხსნა. საფონდო ბირჟამ მუშაობა ერთი თვის წინ შეაჩერა, რათა აქციები  დიდი რაოდენობით არ გაყიდულიყო.  აქ არ არიან უცხოელი ინვესტორები, გასაყიდად მხოლოდ რამდენიმე კომპანიის, მათ შორის ენერგოგიგანტების აქციებია გამოტანილი.

მოსკოვის საფონდო ბირჟის გახსნისას ინდექსი 8 პროცენტით გაიზარდა. როგორც ცნობილია, ომის დაწყების მეორე დღეს ინდექსი 33 პროცენტით დაეცა.  საერთაშორისო ინვესტორების ქვეყნიდან გასვლამ, კომპანიებისა და მრავალი ქარხნის დაკეტვამ მნივნელოვნად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. თუმცა დასავლეთის სანქციები შესაძლოა ამაო იყოს, თუკი ამ თანამშრომლობას ჩინეთი არ შეუერთდება.

რუსეთის მთავრობის ყოფილი მრჩევლის სერგეი გურიევის აზრით, ჩინეთის ინტერესებშივეა, პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნოს იმაში, რომ ომი შეაჩეროს. მისი თქმით, თუ ჩინეთი გადაწყვეტს, შეუერთდეს რუსულ ნავთობზე დაწესებულ ემბარგოს, თუ საერთოდ იქნება ევროპაში ასეთი ემბარგო, ომი მალე დასრულდება.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მსოფლიო ეკონომიკა იმდენად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომ ერთ დღეში გადაწყვეტილების მიღება რთულია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ამ დამოკიდებულების შემცირება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend