მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრი: მარიუპოლში 1500 შენობა მთლიანად დანგრეულია

უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრი: მარიუპოლში 1500 შენობა მთლიანად დანგრეულია

ოთხკვირიანმა ომმა უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია უკრაინაში. ევრონიუსის საერთაშორისო კორესპონდენტი ანელიზ ბორჯესი ესაუბრა უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრს, რომელსაც ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების საკითხების უზრუნველყოფა ევალება.

ოლექსი ჩერნიშოვი, უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრი:

მარიუპოლი საშინელ მდგომარეობაშია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 1500 შენობა მთლიანადაა დანგრეული.  ქალაქში საკვები და წყალი  ვერ შეგვაქვს. დონეცკის რეგიონში ქალაქი თითქმის სრულიად განადგურებულია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქალაქია. სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს ყოველდღე ბომბავენ. ჩვენ შევესწარით, როგორ დაინგრა 800-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა, ეს კატასტროფაა.

ჩვენი ინტერვიუს დროსაც ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, ხალხი იღუპება.  მსხვერპლის რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

როდესაც ზარალზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, საცხოვრებელი თუ სხვა შენობები, ასევე ელექტროსადგურები, რომლებიც ამ მომენტში ბირთვულ საფრთხეს არ წარმოადგენს და იმედი მაქვს, საქმე არც მივა აქამდე”

ანელიზ ბორჯეზი:

როდესაც კიევი დავტოვე, არა ერთი კოლონა დავინახე. ისინი დახმარებას აწვდიდნენ მოსახლეობას. ეხმარება თუ არა   საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას?

ოლექსი ჩერნიშოვი, უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრი:

დიახ, ჩვენ ვიღებთ გარკვეული მოცულობის საერთაშორისო დახმარებას, განსაკუთრებით ჰუმანიტარულს. ვერ ვიტყვი, რომ ეს საკმარისია ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მადლობა ნამდვილად უნდა გადავუხადოთ  ევროპელებსა და სხვა ქვეყნებს ამ მნიშვნელოვანი დახმარების გამო.

მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს- ცის ჩაკეტვას მინდა შევეხო. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ცის ჩაკეტვაა, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქში უკრაინელების თავზე  რაკეტები და ბომბები დაფრინავენ. ვფიქრობ, რომ ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უნდა მივაქციოთ.  გთხოვთ, დაგვეხმაროთ, ჩვენ მოვითხოვთ უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend