მთავარიევროპაუკრაინაევროპის კონტინეტზე ომი თვეზე მეტია მიმდინარეობს

ევროპის კონტინეტზე ომი თვეზე მეტია მიმდინარეობს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში მდებარე საწვავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი სარაკეტო შეტევის შედეგად გაანადგურეს. რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, მათ ასევე შეუტიეს უკრაინული არმიის უცხოური ლეგიონის ბარაკებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთმა რუსეთს ყოვლისმომცველი ომი გამოუცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთი იზოლაციაში მაინც არ მოექცევა.

“დღესდღეობით ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდული, ყოვლისმომცველი ომი მიმდინარეობს. ეს ტერმინი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში რუსეთის მისამართით გამოიყენებოდა, ახლა ხშირად ისმის ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებში. ისინი საჯაროდ საუბრობენ საკუთარ მიზნებზე, რომ სურთ გაანადგურონ, გატეხონ, მოსპონ და მოგუდონ რუსული ეკონომიკა და ზოგადად რუსეთი“, – ამბობს სერგეი ლავროვი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერები კი ბრიუსელში იკრიბებიან, მათი საუბრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციაზე ბუნებრივი რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა.

შეხვედრის ფარგლებში ბრიუსელმა და ვაშინგტონმა ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს, რომელიც დასავლელი ლიდერების თქმით, რუსეთის ფედერაციის იზოლაციაში მოქცევის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია.

“ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგო რესურსებზე შემცირდეს. პუტინი ენერგო რესურსებს მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის მიზნით იყენებს, შემოსავლებს კი რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ, უკვე განვაცხადე ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული ენერგორესურსების იმპორტი აიკრძალა. ამ გზით ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ დავაფინანსებთ ვლადიმერ პუტინის დაუნდობელ და გაუმართლებელ ომს უკრაინაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში საკვების დეფიციტია. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend