მთავარისაქართველორუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს

სანთლებითა და დროშებით ხელში დაჩოქილი ასობით ადამიანი – ასე დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეები დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. გიორგი ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში 24 მარტს, გამთენიისას ჩამოასვენეს.

დაღუპული ქართველი ჯარისკაცები უკრაინა-რუსეთის ომში, უცხოელ მოხალისეთა რაზმში, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მისულმა მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აეროპორტში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც.

ქართველი ჯარისკაცების დასახვედრად აეროპორტთან საქართველოს პრეზიდენტიც მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლ ქართველ მეომრებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. მისი ცხედარი კვლავ მარიუპოლშია, რადგან შექმნილი მძიმე ვითარების გამო მის გადმოსვენებას ვერ ახერხებენ.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend