მთავარიმსოფლიოევროპაევროკომისია ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის ინიციატივით გამოდის

ევროკომისია ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის ინიციატივით გამოდის

ევრომოკისიამ ენერგორესურსებზე მზარდი ფასების საპასუხოდ შეთავაზებები წარადგინა. ისინი შექმნიან ერთგვარ სამუშაო ჯგუფს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ბუნებრივი აირის ერთობლივ შესყიდვას და, ამასთანავე, უზრუნველყოფს, რომ ევროპაში ყველა ქვეყანას ბუნებრივი აირის საცავები სულ მცირე 80 პროცენტით შეივსოს. ფასების ზრდა ინფლაციამ განაპირობა, თუმცა  უკრაინაში მიმდინარე ომმა პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირი ერთობლივად შეისყიდონ და მისი შენახვის უფრო მკაცრ წესებსაც ადგენენ. მისი თქმით, ახლა ერთმანეთთან გაჯიბრების დრო არ არის, რადგან ეს პროცესი ფასების ზრდას  გამოიწვევს. მათ უნდა გააერთიანონ ძალები და ერთობლივად დაიწყონ ბუნებრივი აირის შესყიდვა, როგორც ევროპელებმა და არა როგორც ცალკეულმა ქვეყნებმა.

ევროპამ ასევე უნდა უზრუნველყოს, შეიძინოს ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგი მომდევნო 2 წლისთვის. ევროკავშირის ტერიტორიაზე 160 საცავია, რომელთაგან მხოლოდ 26 პროცენტია სავსე.  ზოგიერთი მათგანი რუსეთის „გაზპრომს“ ეკუთვნის და გასული თვეების განმავლობაში არასაკმარისად იყო შევსებული. ახლა ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსულ კომპანიას სანქციებს დაუწესებენ, თუ  წესებს არ დაემორჩილება.

ექსპერტი სიმონე ტაგლიაპიეტრა აღნიშნავს, რომ თუკი რუსული კომპანიები საცავს არ შეავსებენ, სხვა ზომებს მიიღებენ. ერთი ვარიანტია სერტიფიცირების გაუქმება, ამ შემთხვევაში კომპანიებს ევროპაში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ.  მისი აზრით, ნაციონალიზაციის გარდა, არსებობს  სხვა კანონიერი გზებიც,  რომ ამ კომპანიებმა საცავები შეავსონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წევრი ქვეყანა თანახმაა, ევროკომისია ჯერჯერობით თავს იკავებს ისეთი ზომების მიღებისგან,  რომლებიც ბაზრების დარეგულირებას ეხება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებითა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გამიჯვნა შესაძლოა ეფექტიანი იყოს მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა შესაძლოა, გარკვეული რისკები წარმოშვას მომავალში. საკითხის განხილვა გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend