მთავარი გადაცემები კუბი TikTok-ის მომხმარებლებს ალგორითმი რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციულ ვიდეოებს სთავაზობს

TikTok-ის მომხმარებლებს ალგორითმი რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციულ ვიდეოებს სთავაზობს

ფაქტების გადამოწმების საგამოძიებო ჯგუფმა „ნიუსგარდმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლები, რომლებიც ახლა რეგისტრირდებიან ტიკტოკზე, პირველი 40 წუთის განმავლობაში ხედავენ შეცდომაში შემყვან ვიდეოებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. მათ შეიძლება არც ჰქონდეთ აღნიშნული, რომ სურთ მსგავსი თემატიკის ვიდეოების ყურება.

გარდა ამისა, „ნიუსგარდის“ ცნობით, ტიკტოკზე ომთან დაკავშირებული სიტყვების ძებნისას, როგორებიცაა, მაგალითად, „უკრაინა“ ან „დონბასი“, პირველ ტოპოცეულში დეზინფორმაციის ამსახველი ვიდეოები ჩნდება.

ნიუსგარდისცნობიტ, ტიკტოკზე ძირითადად გამოქვეყნებულია პრორუსული დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოები, ვიდრე პროუკრაინული. მაგალითად, პლატფორმაზე ხშირია მცდარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უკრაინის მიერ გავრცელებული ყველა კადრი ყალბია და რომ უკრაინის სამხედრო ძალები თვითონ ბომბავენ თავიანთ მოქალაქეებს. ეს კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა და ვიდეოებიც შესაბამისია.

ისინი ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს  უკრაინას მართავენ ნეონაცისტები და რომ ამერიკელები უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. მაგალითად, ვიდეო, რომელშიც პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მმართველობა ხელთ ჩაიგდეს ნეონაცისტებმა და სისხლისღვრა მათი პასუხისმგებლობაა, დაახლოებით ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა, 15 ათასმა კი გააზიარა. ვიდეოს არ მოჰყვება დეზინფორამციის შესახებ შესაბამისი გაფრთხილება, რომელიც პერიოდულად ჩნდება ხოლმე ტიკტოკზე.

გარდა ამისა, „ნიუსგარდის“ ინფორმაციით, ტიკტოკზე როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხარდამჭერი ანგარიშებიდან მომხმარებლები ხშირად იყენებენ  კადრებს ვიდეოთამაშებიდან იმის დასადასტურებლად, რომ ეს ომის დროს გადაღებული კადრებია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ტიკტოკმა, ისევე, როგორც რამდენიმე სოციალურმა ქსელმა,  ომის დაწყების შემდეგ დაბლოკა პროპაგანდისტული მედია „რაშა თუდეის“ ანგარიშები. თუმცა ჯერ კიდევ აქტიურია „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის გვერდი. მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები უკვე დაახლოებით 13 მილიონმა მომხმარებელმა ნახა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend