მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი ბრიუსელში ევროპის ქვეყნების ლიდერებს ხვდება

ჯო ბაიდენი ბრიუსელში ევროპის ქვეყნების ლიდერებს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 23 მარტს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ის თავის ევროპელ კოლეგებს შეხვდება.

დასავლეთის ერთიანობის საჩვენებლად ევროპის ქვეყნების ლიდერები და ამერიკის პრეზიდენტი ემზადებიან, რომ  რუსეთს დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრონ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა  ბაიდენის მოგზაურობის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ამ განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზანი  არა მხოლოდ ახალი სანქციების დაწესება იქნება, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ ერთობლივი ძალისხმევით აღვკვეთოთ ნებისმიერი ქვეყნის მცდელობა, თავი აარიდოს სანქციებს მოკავშირეობის გამო“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ხუთშაბათი, სავარაუდოდ დიპლომატიის დღე იქნება, ბაიდენი დაესწრება ნატოს საგანგებო სამიტს, შემდეგ შეუერთდება დიდი შვიდეულის ლიდერებს, ასევე მიმართავს ევროკავშირის წევრებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ნატოს სჭირდება ახალი სტრატეგიული ხედვა უკრაინაში რუსეთის „უპრეცედენტო“ აგრესიის გამო.

,,ეს არის უპრეცედენტო დანაშაული, რომელიც გამოიხატება ადამიანების მკვლელობით, ეს არის ის, რასაც თავისუფალი სამყარო ვერასოდეს შეეგუება. იმედი მაქვს, რომ ნატოს შემდეგი სამიტი, რომელიც ბრიუსელში გაიმართება, ცალსახად დაიცავს უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიწვეულია  ნატოს საგანგებო სამიტზე.

მისი თქმით, მუშაობა გრძელდება სხვადასხვა დონეზე, რათა აიძულონ რუსეთი, უარი თქვას აგრესიაზე და დაამყაროს მშვიდობა.

უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, შეასრულოს თავისი ქვეყნის ვალდებულება, არ მოითხოვოს ნატოში გაწევრიანება  ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ჯარების გაყვანისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend