მთავარიამბებიუკრაინაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება შეფერხებულია

უკრაინაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება შეფერხებულია

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ არაერთი პრობლემა წარმოშვა როგორც ადგილობრივად, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო უკრაინელი ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შავი ზღვის პორტები დაკეტილია, შესაბამისად, თითქმის სრულად გაჩერებულია ექსპორტიც.

მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საკვებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოშვას.

კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინელი ფერმერები თავს ვალდებულად თვლიან, იმუშაონ, რათა ქვეყანა საკვებით უზრუნველყონ. როდესაც ომი დაიწყო, უკრაინაში სამხედრო კომისარიატებში მოქალაქეების მობილიზება დაიწყო. ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში არიან დასაქმებული, ჯარში აღარ გაიწვევენ. ისინი სამხედრო სამსახურიდან 6 თვით თავისუფლდებიან. თუმცა მიჩნიათ, რომ მათაც უწევთ ბრძოლა, ოღონდ განსხვავებულად. მათ ხომ მებრძოლები და უკრაინელი ერი უნდა გამოკვებონ.

უკრაინაში წარმოება შეფერხებულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. ზოგიერთ ქვეყანაში საკვებზე ფასები გაიზრდება. ზოგან კი შესაძლოა პროდუქტის დეფიციტიც შეიქმნას.

ფერმერ სერჰი ვახნიუკს საწყობში დაახლოებით 500 ტონა სიმინდი აქვს. მისი თქმით, ფერმერებს უამრავი პრობლემა აქვთ, რადგან ის პორტები, საიდანაც პროდუქტი ექსპორტზე გადიოდა, დაკეტილია და ტრანზაქციები შეჩერებულია. არც მარცვლეული იყიდება. თუმცა ფერმერებს მაინც უწევთ პროდუქტის შეძენა, რომ მუშაობა გააგრძელონ. სერჰი აღნიშნავს, რომ ფინანსური დისბალანსი კრიტიკულ დონეზეა.

კიევის ეკონომიკის სკოლის პროფესორი განმარტავს, რომ თუ შავი ზღვის პორტები დაიკეტება, საექსპორტო საქონლის გაგზავნა შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო გზით, თუმცა ამ შემთხვევაში გაიზრდება ტრასნპორტირების ხარჯი. მისი აზრით, თუ ომი მარტში არ დამთავრდება, უკრაინიდან სრულად შეჩერდება ექსპორტი. ეს კი დიდ გავლენას იქონიებს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე. სავარაუდოდ, ფასებიც გაიზრდება და ამ რეგიონის მოსახლეობამ, შესაძლოა, პურიც ვეღარ შეიძინოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend