გაეროს ცნობით, უკვე სამმილიონნახევრამდე უკრაინელმა დატოვა საკუთარი სამშობლო და ლტოლვილად იქცა. მათ რთული და დამღლელი გზა გაიარეს, ახლა კი თავს აფარებენ მეზობელ ქვეყნებს, სანამ ომი დასრულდება… უკრაინელი ლტოლვილების ახლა კარგად ესმით საქართველოში – მათ ვინც ეს უკვე გამოიარა. 30 წლის წინ ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოიარა მწერალმა და პოეტმა, გურამ ოდიშარიამ. ის ჩვენი გადაცემის სტუმარია