მთავარიSCI-TECHმსოფლიოს ულამაზესი შენობა - დუბაის მომავლის მუზეუმი

მსოფლიოს ულამაზესი შენობა – დუბაის მომავლის მუზეუმი

დუბაიში „მომავლის მუზეუმი“ გაიხსნა. ამ შვიდსართულიან სვეტების გარეშე აგებული შენობას „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი შენობა“ უწოდეს. შენობის სიმაღლე 77 მეტრია და მისი უჟანგავი ფოლადის ფასადი არაბული წარწერის ფორმის ფანჯრებითაა განათებული. ამ წარწერის საერთო სიგრძე 14 ათას მეტრს შეადგენს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალი ტექნოლოგიების სახელმწიფო მინისტრმა და კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე სარა ალ ამირმა „ევრონიუსს“ განუმარტა, თუ როგორ აპირებს მუზეუმი დუბაიში უკვე მოქმედ სამრეწველო კომპანიების, აკადემიური ინსტიტუტებისა და საკანონმდბელო ბაზის დახმარებით სამეცნიერო ტექნოლოგიის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„პირველ რიგში, ალბათ სამეცნიერო ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ. ეს სფერო აღიარებულია, როგორც განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის იგი ეკონომიკის განვითარებისა და დივერსიფიკაციის  მთავარი ფაქტორია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამის საშუალებით ეკონომიკის არსებული სექტორების შემოსავალი გავზარდოთ“, – განაცხადა  სარა ალ ამირმა.

ვინც მუზეუმს ეწვევა, მას სამეცნიერო ექსპერმიენტული ტური ელის, რომელიც ისეთ სიახლეებს გვიჩვენებს, რომელბიც 2071 წლამდე შეიქმნება. სწორედ 2071 წელს აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამრიოები თავისი დაარსების  ასი წლის იუბილეს.

 

დუბაის მომავლის მუზეუმის ხელმძღვანელი  ხალფან ბელჰული გვიხსნის, თუ რით განსხვავდება მომავლის მუზეუმი სხვა მუზეუმებისაგან.

„სხვა მუზემუმებში გამოფენილი ნიმუშები დროთა განმავლობაში უფრო ფასეული ხდება სიძველის გამო. აქ კი სადაც საქმე მომავალს ეხება,  აუცილებელია, ყოველთვის დროს მოერგო. ამიტომ ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან მუდმივად შეგვიძლია, რაღაც ახალი შევქმნათ“, – ამბობს იგი.

მუზეუმი, რომელიც მთავარ აქცენტს ვირტუალურ სამყაროზე, რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს, ინოვაციურ ლაბორატორიებსაც უმასპინძლებს, რომლებიც კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე რამდენიმე სექტორში იმუშავებენ, მათ შორის იქნება ჯანდაცვა, განათლება, ჭკვიანი ქალაქები, ენერგეტიკა და ტრანსპორტი, ასევე ახალ გამოგონებებზე ცდების ჩატარება.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend