მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლისთვის ბრძოლები გრძელდება

მარიუპოლისთვის ბრძოლები გრძელდება

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლში უმძიმესი ბრძოლები გრძელდება. ამ ქალაქის აღება რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რადგან ეს არის სახმელეთო დერეფანი დონბასიდან ყირიმამდე.  ამიტომაც რუსეთი ქალაქს რამდენიმე მხრიდან უტევს. ამ გზით კრემლი ცდილობს უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს უპირატესობა მოიპოვოს და ქალაქიდან “აზოვის ბატალიონის” წევრები განდევნოს. ნახევარმილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ნაწილი უკვე რამდენიმე კვირაა, სარდაფებს აფარებს თავს.

მარიუპოლის აღებით რუსეთი მიაღწევს ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ეს არის დერეფანი დონბასიდან ყირიმამდე. გარდა ამისა, მარიუპოლი ულტრამემარჯვენე გასამხედროებული ჯგუფის „აზოვის ბატალიონის“ ციხესიმაგრედ ითვლება. ამ დერეფნის სრული კონტროლი რუსეთს მოლაპარაკებების პროცესში უპირატესობას ანიჭებს, ეს კი საფრთხეს შეუქმნის ოდესასაც. დაუნდობელი ბრძოლები გრძელდება. რუსეთის არმიამ ადგილზე კადიროვის ჩეჩენი მებრძოლები ჩაიყვანა. მათი მიზანია, აიღონ თითოეული სახლი და ქარხანა, რომლებიც ამჟამად თავშესაფრად და ციხესიმაგრეებად არის გადაკეთებული.

სამხედრო ექსპერტი ლეო პერია-პენი ამბობს, რომ რუსეთი მარიუპოლის აღებას ორი მიზეზით ცდილობს. მას, ერთი მხრივ, სურს, მოლაპარაკებების დროს უპირატესობა მოიპოვოს, მეორე მხრივ კი, საზოგადოებას გააგებინოს, რომ ეს მხოლოდ ტერიტორიული უპირატესობა არ არის, არამედ უკრაინის დენაციფიკაციის ნაწილია. მისი თქმით, უკრაინის დენაციფიკაცია კი ნიშნავს ქალაქიდან „აზოვის ბატალიონის“ გაყვანას.

აზოვის ზღვის სრული კონტროლი რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს, დამატებითი ძალები განათავსოს როგორც მიკოლაივში, ასევე ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზაპოროჟიეს რეგიონში, რომ საბოლოოდ გადაკეტოს ოდესისა და კიევის დამაკავშირებელი მაგისტრალი. სავარაუდოდ, გვიან გაზაფხულზე, როდესაც გამოიდარებს, რუსეთი უფრო მეტ ტანკს შემოიყვანს და შესაძლოა, უფრო მძიმე ბრძოლებიც გაიმართოს.

კიდევ ერთი ფაქტორია ზებგერითი რაკეტა – „კინჟალი“. დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მისი დამანგრეველი ძალისა, ომში ამ რაკეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორის ნიკლას ნილსონის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ჯერჯერობით ორჯერ გამოიყენეს ზებგერითი რაკეტა. მისი აზრით, ეს საბრძოლო პირობებში  ახალი იარაღის გამოცდა და მის შედეგებზე დაკვირვებაა და მასზე დიდ იმედს ვერ დაამყარებენ.

ამავდროულად, რუსეთი შავ ზღვაში წყალქვეშა ნავებიდან და სამხედრო გემებიდან აგრძელებს უკრაინის მიმართულებით საშუალო დისტანციის რაკეტების გაშვებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend