მთავარიევროპაუკრაინახარკოვი იბომბება - უკრაინელები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან

ხარკოვი იბომბება – უკრაინელები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, მიტოვებულ ქუჩებში გამუდმებით ისმის დაბომბვის ხმა. განადგურდა 500 -ზე მეტი შენობა. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბოლო 24 საათში საჰაერო იერიშებს  ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ხარკოვში გამაგრებული უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ოკუპანტებს, თუმცა საარტილერიო ჭურვებთან გამკლავება მათთვის ძალიან რთულია. ისინი, ვინც ხარკოვის დატოვებას ვერ ახერხებს, საკვებისა და სასმელი წყლის  გარეშე არიან დარჩენილი. ხარკოვში ჩარჩენილებისთვის ერთადერთ სუპერმარკეტთან რიგში დგომა ყოველდღიური მოვლენაა, რადგან კვების ყველა სხვა ობიექტი დაკეტილია.

ხარკოვში მიწისქვეშა თავშესაფრებში ყოფნა სიცივის გამო განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ.

მიწისქვეშა თავშესაფარში მუსიკოსები კონცერტებსაც აწყობენ, რათა გაამხნევონ უკრაინელები და თავიანთი, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანონ და დაეხმარონ უკრაინის თავდაცვის ძალებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend