მთავარიმსოფლიოევროპარუსეთში "ევრონიუსის" მაუწყებლობა შეწყდა

რუსეთში “ევრონიუსის” მაუწყებლობა შეწყდა

„ევრონიუსი“ რუსეთის მედიის მარეგულირებელ ორგანოს, მედიის თავისუფლების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის დაცვისკენ მოუწოდებს

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ ევროპის წამყვან საერთაშორისო საინფორმაციო არხს, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს,  აუკრძალა რუსეთში მაუწყებლობა და დაუბლოკა ვებგვერდი იმის გამო, რომ „ევრონიუსი“  უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებს.

„ევრონიუსი“აღნიშნავს, რომ მას ოფიციალურად არავინ  დაკავშირებია და გადაჭრით უარყოფს ბრალდებას „ყალბი ამბების“ გავრცელების თაობაზე და იმაზე რომ მედიასაშუალება მოქალაქეებს პროტესტისაკენ მოუწოდებს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფრთხეს ქმნის.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ მიუღებელ აკრძალვას, რომელიც მთელ რუსეთში მილიონობით ადამიანს დაუწესეს, მათ ვინც ახლა ევრონიუსს ეყრდნობა, ისე როგორც არასდროს,  რათა მიიღოს მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია, მოჭარბებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ფონზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის საფუძველზე, რომელსაც რუსეთიც აწერს ხელს,  მოვუწოდებთ რუსეთის მედიის მარეგულირებელ ორგანოს მოუხსნას შეზღუდვა „ევრონიუსს“ და საშუალება მისცეს რუს ხალხს „რათა ზეწოლის  გარეშე შეიქმნან საკუთარი აზრი, მოიძიონ, მიიღონ  და გაავრცელონ მიუკერძოებელი ინფორმაცია და იდეები საზღვრების გარეშე, ნებისმერი მედიასაშუალების მეშვეობით“   – როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული.

ევრონიუსი უფლებას იტოვებს მიმართოს ყველა სამართლებრივ გზას, რათა  თავისუფლად შეძლოს მაუწყებლობა და  ომის სიმართლით გაშუქება რუსეთში.

20 წელზე მეტია,  „ევრონიუსის“ უნიკალური რუსულენოვანი მაუწყებლობა  რუსეთის მილიონობით მოქალაქისთვის დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყარო იყო. იქ  „ევრონიუსის“ სატელევიზიო აუდიტორია 30 მილიონამდე ოჯახს წვდებოდა, და კიდევ უფრო მეტი იყენებდა მის ციფრულ პლატფორმებს. „ევრონიუსი“ რუსეთში არის არა მხოლოდ ყველაზე ყურებადი  ტელევიზია, არამედ ყველაზე ცნობილი და სანდო საერთაშორისო საინფორმაციო ბრენდი.

მილიონობით რუსი, რომლებიც ჩვენ გვენდობიან, პატივს სცემენ ჩვენს ძირითად ღირებულებებს, როგორებიცაა დამოუკიდიებლობა, მიუკერეძოებლობა და პლურალიზმი. ის მიუღებელი ცენზურა, რომლის წინაშეც დღეს დავდექით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ომის დაწყების დღიდან ჩვენი ღირებულებების  ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ არ დავთმობთ ამ ღირებულებებს  და არც ბოდიშს მოვიხდით იმის გამო, ვინც ვართ.

ჩვენი სათქმელი რუსულენოვანი აუდიტორიისათვის ნათელია: ჩვენ ერთგული დავრჩებით ჩვენი მისიის აღსრულებაში რათა მოგაწოდოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მრავალმხრივი ინფორმაცია.

რუსულენოვანი „ევრონიუსის“ პირდაპირი ეთერი, კვლავ ხელმისაწვდომი იქნება  ციფრულ პლატფორმებზე, რომლებზეც შესაძლებელია წვდომა „ვირტუალური კერძო ქსელის” (VPN) მეშვეობით. ამჟამად განიხილება დისტრიბუციის სხვა შესაძლებლობებიც და მათზე ინფორმაციას შესაბამისად მოგაწვდით.

„ევრონიუსის“ რუსულენოვანი სამსახური განაგრძობს მაუწყებლობას ბევრ სხვა ქვეყანაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ევრონიუსის“  ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უშუალოდ რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში  „ევრონიუსის“ ციფრული აუდიტორია გასამმაგდა ბოლო თვის განმავლობაში.

„ევრონიუსი“ წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებაა. მისი მისიაა მისცეს ხალხს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების საშუალება მრავალფეროვანი თავლსაზრისის შეთავზების გზით: „ევრონიუსი“ ნიშნავს  „ყველა მოსაზრებას“. მთელი მსოფლიოს მასშტაბით „ევრონიუსი“ მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და 440 მილიონ ოჯახში – აქედან 68 პროცენტი ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. ყოველ თვეში „ევრონიუსი“ 145 მილიონ მომხმარებელზე მეტი იყენებს როგორც სატელევიზიო ისე ციფრულ პალტფორმებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend