მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობენ

რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობენ

რუსი ოკუპანტების მიერ კიევის ცენტრზე მიტანილი სარაკეტო შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრზე მიტანილი იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლებიც დაინგრა.

რუსი ოკუპანტები უკვე მეოთხე კვირაა კიევს ბომბავენ.

რუსი ჯარისკაცები უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმში კი ქიმიური ქარხნის ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად ნივთიერება ამიაკის გაჟონვა დაფიქსირდა.

შესაბამისი სამსახურების სწრაფი რეაგირების დამსახურებით, მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

ისრაელი კი უკრაინაში საველე ჰოსპიტალს აგზავნის, რომელიც პოლონეთთან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს განთავსდება.

უკრაინაში ამ მიმართულებით დახმარების გასაწევად სპეციალური დელეგაციაც გაემგზავრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend