მთავარიევროპაუკრაინაკიევში სავაჭრო ცენტრის დაბომბვას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევში სავაჭრო ცენტრის დაბომბვას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსმა სამხედროებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი აფეთქების გამო შენობაში ხანძარიც გაჩნდა. სავაჭრო ცენტრის დაბომბა ერთ-ერთია იმ მრავალ საჰაერო იერიშს შორის, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო შენობებზე მიიტანეს.

„ალყაში მოქცეულ მარიუპოლში რუსულმა ავიაციამ რაკეტები ესროლა სამხატვრო სკოლას, სადაც ხალხი თავს აფარებდა. იქ სამხედროები არ იყვნენ. მხოლოდ ოთხასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსი სამხედროები სასტიკ საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის შიგნით ათასობით მშვიდობიანი მოსახლეა, რომლებიც ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ.

უკრაინა რუსეთს ხელოვნების სკოლის დაბომბვაში ადანაშაულებს. სკოლის შენობას ასობით უკრაინელი აფარებდა თავს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ არის ხალხი დარჩენილი. უკრაინის წარმომადგენლობის განცხადებით, ათასობით უკრაინელი რუს სამხედროებს რუსეთში მიჰყავთ. საპორტო ქალაქში შესვლა კი შეუძლებელია.

„მოვუწოდებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონებს, უცხოელ დაქირავებულ სამხედროებს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, დაყარონ იარაღი და უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნების გასწვრივ შევიდნენ კიევის კონტროლირებად ტერიტორიებზე“, – განაცხადა რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

ხარკოვში სახელმწიფო ადმინისტრაციის ეროვნული ინსტიტუტის შენობაც დაბომბეს. მაშველები ქალაქს არ ტოვებენ და ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. ხშირად მათ შიშველი ხელებითაც უწევთ მუშაობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend