მთავარიევროპაუკრაინამაშველები დაბომბვის შედეგად დანგრეულ ყაზარმებში გადარჩენილებს ეძებენ

მაშველები დაბომბვის შედეგად დანგრეულ ყაზარმებში გადარჩენილებს ეძებენ

რუსეთის არმიის სარაკეტო თავდასხმის დროს ნიკოლაევის საზღვაო ქვეითებს ეძინათ – ამის შესახებ უკრაინის ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა.

„როცა პირველი აფეთქების ხმა გავიგე, გავიღვიძე, ჩაცმა დავიწყე, შემდეგ კი იყო უსაშინლესი აფეთქება, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ყველაფერი ზანზარებდა. ვეღარ ვსუნთქავდი, ნიღაბი გავიკეთე და იატაკთან ახლოს დავჯექი, იარაღი ავიღე, ტელეფონი და განათება ჩავრთე, მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი რა ხდებოდა როცა გარეთ გამოვედი“, – იხსენებს უკრაინელი ჯარისკაცი.

უცნობია რამდენი საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა თავდასხმის დროს შენობაში. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ.

„ისინი იღუპებიან უკრაინისთვის ერთი წყეული კაცის გამო, მოუნდა ომობანა , თავისი იარაღის ჩვენზე გამოცდა, მე არ მიყვარს ტირილი, მაგრამ ხანდახან ეს ყველაფერი ფსიქიკაზე ძლიერად მოქმედებს“, – ამბობს ალექსანდრე.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსს“ იმ პირობით  ესაუბრა, რომ მისი ვინაობა ანონიმურად დარჩებოდა, თავდასხმის შედეგად  40-მდე საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

თუ კი ეს ინფორმაცია  ოფიციალურად დადასტურდება, ეს იქნება  ყველაზე დიდი დანაკარგი  უკრაინის სამხედრო ძალებისთვის  ომის დაწყების დღიდან, რომელიც მხოლოდ ერთ თავდასხმას მოჰყვა.

18 მარტს ქალაქ ნიკოლაევში მდებარე საზღვაო ქვეითთა ყაზარმაზე რუსულმა ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend