მთავარიევროპაუკრაინაუკრაინიდან წამოსული ფერადკანიანი სტუდენტები დისკრიმინაციაზე საუბრობენ

უკრაინიდან წამოსული ფერადკანიანი სტუდენტები დისკრიმინაციაზე საუბრობენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა,  საკუთარი სახლი და ქალაქი დაეტოვებინა. ომს გაურბიან ფერადკანიანი სტუდენტებიც, რომლებიც უკრაინიდან გაქცევის შემდეგ დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ.  ფერადკანიანი სტუდენტები იმავე უფლებებს მოითხოვენ, რომლებითაც უკრაინელი ლტოლვილები სარგებლობენ.

20 წლის აქსელი კიევის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა.  თუმცა ახლა იგი იძულებული გახდა,  გაცხარებულ ომში ჩართული უკრაინიდან ბრიუსელში ლტოლვილად წასულიყო. აქსელი „ევრონიუსს“ უყვება, რომ კანის ფერის გამო მასა და მის მეგობრებს მატარებელში არ უშვებდნენ და აგრესიულად ელაპარაკებოდნენ, უდიერად ეპყრობოდნენ მათ მესაზღვრეებიც.

სოციალურ ქსელშიც გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აგდებენ ფერადკანიან ადამიანებს მატარებლიდან. დისკრიმინაცია ბელგიაშიც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმავე ომს გამოექცნენ, ეს სტუდენტები ვერ სარგებლობენ ისეთივე უპირატესობით, როგორითაც უკრაინელები.

სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი რუთი ამბობს,  რომ უპირატესობა უკრაინელებს ენიჭებათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი უკრაინიდან ჩავიდნენ. ფერადკანიანი სტუდენტები იმავე   უფლებებით სარგებლობას ითხოვენ. უკრაინელების მსგავსად,  მათაც სურთ სწავლის დასრულების საშუალება მიეცეთ.

ადგილობრივი აფრობელგიური ასოციაცია „ცვლილება“ ცდილობს, დაეხმაროს რუთს, აქსელსა და მსგავს მდგომარეობაში მყოფ 46 სტუდენტს. ისინი სტუდენტებს პოლონეთთან საზღვარზე დახვდნენ, გაუწიეს ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყვეს ტანსაცმლითა და თავშესაფრით, მათ დევნილებს ენის კურსებზე დასწრებაც შესთავაზეს.

ასოციაციის წარმომადგენელი და წევრები ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ ფერადკანიანი სტუდენტების დასახმარებლად. თუმცა, პირველ რიგში, მთავარი მიზანი ისაა, რომ ბელგიის უნივერსიტეტებში ის სტუდენტები მიიღონ, რომლებიც თავდაპირველად უარით გამოისტუმრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend