მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი: რუსეთს დაწესებული სანქციების არ ეშინია

ვლადიმერ პუტინი: რუსეთს დაწესებული სანქციების არ ეშინია

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კრემლი ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი შესაძლებლობების წყაროდ მიიჩნევს. ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინშეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა შიდა ინვესტიციების გაზრდისა და რეგიონების განვითარების შესაძლებლობებზე.

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, უამრავ პრობლემას ქმნის, თუმცა ახალი შესაძლებლობების გზებსაც გვიხსნის. ახლა ყველანაირი პირობაა შექმნილი მსხვილი რუსული ბიზნესსტრუქტურებისთვის, რომლებსაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეშინოდათ გარკვეული სანქციების, ახლა კი მათ არაფრის ეშინიათ. ახლა მათ და ბანკებსაც კი შეუძლიათ თავისუფლად მოვიდნენ ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშაონ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ეკონომისტები კი ითვლიან სანქციების შედეგად მიღებულ ზარალს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წლის ბოლომდე არ გაიზრდება და შემცირდება 8%-ით. სამომხმარებლო ფასები კი წლის ბოლომდე სავარაუდოდ 20%-ით გაიზრდება.

უფრო უარყოფითი პროგნოზიცაა. Rusal-ის ხელმძღვანელის ოლეგ დერიპასკას თქმით, კრიზისი მინიმუმ სამი წელი გაგრძელდება. „გაამრავლეთ 1998 წლის კრიზისი სამზე“, განაცხადა მან კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე, მან ასევე ისაუბრა დეფოლტსა და 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ უმძიმეს ფინანსურ უკუსვლაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსებიც დეფოლტის საფრთხეზე საუბრობენ. ამ კვირაში სერიოზული გამოცდა იყო 117 მილიონი დოლარის გადარიცხვა რუსული ევროფონდებისთვის – გადახდა შეიძლება ვერ მოხერხდეს ტრანზაქციებზე დაწესებული შეზღუდვების გამო. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ საბოლოოდ შეძლეს თანხების გადარიცხვა Citibank-ის ბრიტანული ფილიალის მეშვეობით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend