მთავარიამერიკააშშაშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ''ომის დამნაშავე" უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ”ომის დამნაშავე” უწოდა

მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ,,ომის დამნაშავე“ უწოდა.

ბაიდენის ეს შეფასება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინის ომის მთავარი დამნაშავე.

კრემლმა ბაიდენის ამ განცხადებას ,,უპატიებელი რიტორიკა“ უწოდა.

ბაიდენი ხელი მოაწერა ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მასშტაბურ დახმარებას ითვალისწინებს.

ბაიდენმა მანამდე ხელი მოაწერა 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს. უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის მთლიანი წვლილი გასულ კვირაში 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. დახმარების დიდი ნაწილი უკრაინაში გულისხმობს შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და  თვითმფრინავებზე წვდომას.

მაგრამ უკრაინის თავზე ფრენის აკრძალვის  შესახებ აშშ-ს დაპირება არ გაუცია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უკვე მიმართა.

“ნუთუ არ შეიძლება უკრაინის თავზე აკრძალული ზონის შექმნა ხალხის გადასარჩენად?  ფრენის აკრძალული ზონა არის პირობა, რომლითაც რუსეთი ვეღარ შეძლებს ყოველდღე ჩვენი მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას “- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოსკოვში პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა. მისი აზრით, ისინი თავიანთი გადაწყვეტილებებით რუსეთს ანადგურებენ.

„დასავლეთი ცდილობს ჩვენი საზოგადოების გახლეჩას – საუბრობს სამხედრო დანაკარგებზე, სანქციების სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. დასავლეთი ცდილობს რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას და ასე სურს მიაღწიოს მიზანს. მიზანი კი ერთია, ეს  რუსეთის განადგურებაა” – განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის გამოსვლა იყო გაფრთხილება რეპრესიების ახალი რაუნდის შესახებ იმათთვის, ვინც არ ეთანხმება მის რეჟიმს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend