მთავარიევროპასომხეთისომხეთში რუსების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

სომხეთში რუსების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

იმის შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, რუსი მოქალაქეების ნაწილი სხვა ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში გაიქცა. რუსული ქალაქებიდან ერევანში ყოველდღიურად 30 ჩარტერული რეისი დაფრინავს. მოქალაქეები შიშობენ რომ რუსეთში შესაძლებელია საზღვრები ჩაიკეტოს ან სამხედრო გაწვევა დაიწყოს. მათ უმეტესობას განსაზღვრული გეგმა არ აქვს. რუს მოქალაქეებს სომხეთში შესვლა ვიზის გარეშე შეუძლიათ.

„ბევრმა ქვეყანამ უეცრად საზღვარი ჩაგვიკეტა. არ ვიცოდით სად წავსულიყავით. სომხეთი საუკეთესო ვარიანტი იყო. აქ ერთი კვირაა ვართ. რუბლის კურსი საშინელ დღეშია. ფინანსური პრობლემები გვქონდა. რთულია წინასწარ რამის დაგეგმვა. შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს, შეიძლება დასრულდეს. არაფერია ცნობილი“, – ამბობს ვიზიტორი.

რუსულ ვიზასა და მასტერკარდზე დაწესებული სანქციების გამო ერევნის ბანკებთან რიგებია. რუსები ახალი ანგარიშების გახსნას ცდილობენ. სომხეთში იმართება ღონისძიებები, სადაც სომხეთში დარჩენის შესაძლებლობებს განიხილავენ.

„აქ მიგრანტებთან საქმე არ გვაქვს. ვთანამშრომლობთ პროფესიონალებთან, რომელთაც მაღალი ხელფასები აქვთ და არ გახდებიან ტვირთი სომხეთის სახელმწიფოსათვის. სომხეთის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ სექტორში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა. რუსების დახმარებით, პროგრამისტების რაოდენობა გაიზრდება. ასევე ისინი აქ ფულს დახარჯავენ, იქირავებენ ბინებს, დარჩებიან სასტუმროებში, წავლენ რესტორნებში, გამოიყენებენ ტრანსპორტს. ამ ყველაფრით ეს სერვისები იხეირებენ“, – ამბობს ეკონომისტი ჰაიკაზ ფანიანი.

ახალჩამოსულების უმეტესობა სამუდამოდ არ აპირებს დარჩენას. მათ სურთ იშოვონ ვიზები, რათა ევროპაში წავიდნენ. სახლში დაბრუნება გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც უკრაინის ომს ხმამაღლა ეწინააღმდეგებოდა. რუსეთში შემოიღეს კანონი, რომლის თანახმად ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის ნარატივს, დაისჯება 15 წლიანი პატიმრობით. ამ კანონის გამო ბევრ რუსს ხელისუფლების ღიად კრიტიკა უჭირს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend